ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კუპრაძე - აკრძალვა არ ეხება მხოლოდ რიგით პარტიებს, სინამდვილეში ეხება საქართველოს მილიონამდე ამომრჩეველს

ლელოქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესთან დაკავშირებით ნდობის კრიზისია და პლენუმს სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვისკენ მოუწოდებს, რადგან საქმე მილიონამდე ამომრჩევლის ნებას ეხება.

ირაკლი კუპრაძე - აკრძალვა არ ეხება მხოლოდ რიგით პარტიებს, სინამდვილეში ეხება საქართველოს მილიონამდე ამომრჩეველს
ირაკლი კუპრაძე - აკრძალვა არ ეხება მხოლოდ რიგით პარტიებს, სინამდვილეში ეხება საქართველოს მილიონამდე ამომრჩეველსინტერპრესნიუსი

როგორ შეიძლება, ყველა პარტიის აკრძალვა განიხილო და ამ დროს სრულიად გამიჯნული არ იყოს ბრალდებები?! ბრალში ჩვენ რომ არაფერი გვიწერია, რვაჯერ რომ ვართ ნახსენები, 5-ჯერ უბრალოდ სათაურში და ჩამონათვალში ვართ ნახსენები პოლიტიკური პარტია "ძლიერი საქართველო - ლელო", რა შემადგენლობაში განვიხილავთ, საერთოდ რა ბრალია? , - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო - ლელოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, სადაც პარტიების აკრძალვის შესახებ “ქართული ოცნების” სარჩელს მოსამართლეთა პლენუმი განიხილავს.

კუპრაძის თქმით, აღნიშნულ პროცესთან მიმართებით ნდობის კრიზისი არსებობს და აქედან გამოსავალი არის ის, რომ მოსამართლეთა პლენუმმა სტრასბურგის სასამართლოს პროცედურულ საწყისებზე მიმართოს.

“ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროცესი არის პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესი, სამართლებრივი რატომ არის ახსნას არ დავიწყებ, ავხსნი რატომ არის პოლიტიკური - იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში 89 დეპუტატმა საქართველოს პარლამენტიდან გადაწყვიტა, აკრძალოს 5 პოლიტიკური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს გავლით და გადაწყვეტილებით. ეს აკრძალვა არ ეხებათ მხოლოდ რიგით პარტიებს, ჩემს პარტიას, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ სინამდვილეში ეს ეხება საქართველოს მილიონამდე ამომრჩეველს.

არსებობს ნდობის კრიზისი ამ პროცესთან მიმართებით. დღეს ჩემს წინ უნდა იჯდეს 9 პატივცემული მოსამართლე, თუმცა ეს ასე არ არის, მის ნაცვლად წარმოდგენილია 7 მოსამართლე - ერთი მოსამართლე ვერ დანიშნა საქართველოს პარლამენტმა, ერთი გამოაკლდა იმის გამო, რომ თვითაცილება დააყენა და არ გაითვალისწინა პლენუმმა ეს ყველაფერი და შემდეგ ვნახეთ, რომ საერთოდ დატოვა საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა. ქრონოლოგიას მივიყვან ბოლომდე, ლოგიკა ხომ უნდა დაინახოთ რაზე ვსაუბრობ?!

ნდობის კრიზისი არის იმ მიზეზების გამო, რაც ჩამოვთვალე. სულ ახლახან განახლდა პლენუმი ორი მოსამართლით და ის ორი მოსამართლე, რომელიც აღარ არის წარმოდგენილო საკონსტიტუციო სასამართლოში, იგულისხმება, რომ ორივეს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა და ეს მოსაზრებები ნათელია საზოგადოებისთვის - აზრები იყო გაყოფილი. ამ ქრონოლოგიამ აჩვენა ის, რომ შესაძლოა აქ არსებობდეს პოლიტიკური დაინტერესება, რომ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, აიკრძალოს მილიონზე მეტი ამომრჩევლის ნება პოლიტიკაში.

ნდობით სარგებლობს დღეს სტრასბურგის სასამართლო, სარგებლობდა სხვათა შორის წინა ხელისუფლების დროსაც, როცა როინ შავაძის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ და ჩემთვის ახლაც სარგებლობს ნდობით სტრასბურგის სასამართლო.

გამოსავალი არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ შემადგენლობამ, პლენუმმა მიიღოს გადაწყვეტილება. მიმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, ეს იქნება დამატებითი ნდობის შესაძლებლობა, რომ ის პროცედურები, რომელზეც მაგალითად ახლა ვერ ჩამოვყალიბდით, შუამდგომლობები როგორ უნდა განგვეხილა, ვიწყებთ ერთი მეთოდით, მერე შუა გზაში შევცვალეთ, მერე ეს გადავაკეთეთ სხვანაირად, ვერ შევთანხმდით ვერანაირ პროცედურულ საწყისზე, რომლითაც იმართება პროცესი და იქნებ, აქვს სტრასბურგის სასამართლოს ეს გამოცდილება.

როგორ შეიძლება, ყველა პარტიის აკრძალვა განიხილო ამ დროს სრულიად გამიჯნული არ იყოს ბრალდებები?! ბრალში ჩვენ რომ არაფერი გვიწერია, რვაჯერ რომ ვართ ნახსენები, 5-ჯერ მართლა უბრალოდ სათაურში და ჩამონათვალში ვართ ნახსენები პოლიტიკური პარტია "ძლიერი საქართველო - ლელო", რა შემადგენლობაში განვიხილავთ, საერთოდ რა ბრალია? უნდა მიმართოთ, რა პრაქტიკა არსებობს ამასთან დაკავშირებით, რომ ერთი, პროცესს ჰქონდეს ნდობა და მეორე, დაზუსტდეს, საერთოდ რეალურია თუ არა ის ბრალი, რომელიც წამოყენებულია?! ნდობის კრიზისზე მიუთითებს ის, რომ ამ დროის განმავლობაში სამჯერ მოხდა სარჩელის შემოტანა ორი გაწვევით და შემოტანით, ამ დროის განმავლობაში ორი სარჩელის წარდგინების პირობებში ვნახეთ რომ რამდენიმე თვე დასჭირდა სასამართლოს, მესამე შემთხვევაში, როცა პლენუმის შემადგენლობა იყო განახლებული საზოგადოება დარჩა აღქმა, შეიძლება სუბიექტური ვარ, სამ დღეში ჩაინიშნა ახალი პროცესი იმ მოსამართლეებისთვის მათ შორის რომლებიც სულ ახლახან არიან დანიშნულები, შერჩეულები ამ პლენუმში. ეს ნდობის კრიზი არსებობს ეს შეიძლება თქვენთვის მიუღებელია მაგრამ ამ კრიზისის გადაწყვეტას ხელს შეუწყობს ის, თუ თქვენ მიმართავთ სტრასბურგის სასამართლოა რომ სარეკომენდაციო ხასიათის შეკითხვაზე გასცეს პასუხი, მათ შორის პროცედურულ ნაწილზე იმიტომ, რომ ეს არის უპრეცედენტო საქმე, რომლითაც პრეცედენტი უნდა შეიქმნას ამ ქვეყანაში. არ არსებობს არანაირი განსაზღვრება როგორ უნდა განვიხილოთ ეს კონკრეტული საქმე”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროცესი არის პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესი, სამართლებრივი რატომ არის ახსნას არ დავიწყებ, ავხსნი რატომ არის პოლიტიკური - იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში 89 დეპუტატმა საქართველოს პარლამენტიდან გადაწყვიტა, აკრძალოს 5 პოლიტიკური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს გავლით და გადაწყვეტილებით. ეს აკრძალვა არ ეხებათ მხოლოდ რიგით პარტიებს, ჩემს პარტიას, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ სინამდვილეში ეს ეხება საქართველოს მილიონამდე ამომრჩეველს. არსებობს ნდობის კრიზისი ამ პროცესთან მიმართებით. დღეს ჩემს წინ უნდა იჯდეს 9 პატივცემული მოსამართლე, თუმცა ეს ასე არ არის, მის ნაცვლად წარმოდგენილია 7 მოსამართლე - ერთი მოსამართლე ვერ დანიშნა საქართველოს პარლამენტმა, ერთი გამოაკლდა იმის გამო, რომ თვითაცილება დააყენა და არ გაითვალისწინა პლენუმმა ეს ყველაფერი და შემდეგ ვნახეთ, რომ საერთოდ დატოვა საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა. ქრონოლოგიას მივიყვან ბოლომდე, ლოგიკა ხომ უნდა დაინახოთ რაზე ვსაუბრობ?! ნდობის კრიზისი არის იმ მიზეზების გამო, რაც ჩამოვთვალე. სულ ახლახან განახლდა პლენუმი ორი მოსამართლით და ის ორი მოსამართლე, რომელიც აღარ არის წარმოდგენილო საკონსტიტუციო სასამართლოში, იგულისხმება, რომ ორივეს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა და ეს მოსაზრებები ნათელია საზოგადოებისთვის - აზრები იყო გაყოფილი. ამ ქრონოლოგიამ აჩვენა ის, რომ შესაძლოა აქ არსებობდეს პოლიტიკური დაინტერესება, რომ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, აიკრძალოს მილიონზე მეტი ამომრჩევლის ნება პოლიტიკაში. ნდობით სარგებლობს დღეს სტრასბურგის სასამართლო, სარგებლობდა სხვათა შორის წინა ხელისუფლების დროსაც, როცა როინ შავაძის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ და ჩემთვის ახლაც სარგებლობს ნდობით სტრასბურგის სასამართლო. გამოსავალი არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ შემადგენლობამ, პლენუმმა მიიღოს გადაწყვეტილება. მიმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, ეს იქნება დამატებითი ნდობის შესაძლებლობა, რომ ის პროცედურები, რომელზეც მაგალითად ახლა ვერ ჩამოვყალიბდით, შუამდგომლობები როგორ უნდა განგვეხილა, ვიწყებთ ერთი მეთოდით, მერე შუა გზაში შევცვალეთ, მერე ეს გადავაკეთეთ სხვანაირად, ვერ შევთანხმდით ვერანაირ პროცედურულ საწყისზე, რომლითაც იმართება პროცესი და იქნებ, აქვს სტრასბურგის სასამართლოს ეს გამოცდილება. როგორ შეიძლება, ყველა პარტიის აკრძალვა განიხილო ამ დროს სრულიად გამიჯნული არ იყოს ბრალდებები?! ბრალში ჩვენ რომ არაფერი გვიწერია, რვაჯერ რომ ვართ ნახსენები, 5-ჯერ მართლა უბრალოდ სათაურში და ჩამონათვალში ვართ ნახსენები პოლიტიკური პარტია "ძლიერი საქართველო - ლელო", რა შემადგენლობაში განვიხილავთ, საერთოდ რა ბრალია? უნდა მიმართოთ, რა პრაქტიკა არსებობს ამასთან დაკავშირებით, რომ ერთი, პროცესს ჰქონდეს ნდობა და მეორე, დაზუსტდეს, საერთოდ რეალურია თუ არა ის ბრალი, რომელიც წამოყენებულია?! ნდობის კრიზისზე მიუთითებს ის, რომ ამ დროის განმავლობაში სამჯერ მოხდა სარჩელის შემოტანა ორი გაწვევით და შემოტანით, ამ დროის განმავლობაში ორი სარჩელის წარდგინების პირობებში ვნახეთ რომ რამდენიმე თვე დასჭირდა სასამართლოს, მესამე შემთხვევაში, როცა პლენუმის შემადგენლობა იყო განახლებული საზოგადოება დარჩა აღქმა, შეიძლება სუბიექტური ვარ, სამ დღეში ჩაინიშნა ახალი პროცესი იმ მოსამართლეებისთვის მათ შორის რომლებიც სულ ახლახან არიან დანიშნულები, შერჩეულები ამ პლენუმში. ეს ნდობის კრიზი არსებობს ეს შეიძლება თქვენთვის მიუღებელია მაგრამ ამ კრიზისის გადაწყვეტას ხელს შეუწყობს ის, თუ თქვენ მიმართავთ სტრასბურგის სასამართლოა რომ სარეკომენდაციო ხასიათის შეკითხვაზე გასცეს პასუხი, მათ შორის პროცედურულ ნაწილზე იმიტომ, რომ ეს არის უპრეცედენტო საქმე, რომლითაც პრეცედენტი უნდა შეიქმნას ამ ქვეყანაში. არ არსებობს არანაირი განსაზღვრება როგორ უნდა განვიხილოთ ეს კონკრეტული საქმე“
ირაკლი კუპრაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"როგორ შეიძლება ყველა პარტიის აკრძალვა ერთად განიხილო, ვერ ჩამოვყალიბდით შუამდგომლობები როგორ უნდა განგვეხილა" - ირაკლი კუპრაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები