ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"როგორ შეიძლება ყველა პარტიის აკრძალვა ერთად განიხილო, ვერ ჩამოვყალიბდით შუამდგომლობები როგორ უნდა განგვეხილა" - ირაკლი კუპრაძე

საკონსტიტუციო სასამართლოლელო

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვაზე ირაკლი კუპრაძემ სტრასბურგისთვის მიმართვა მოითხოვა, სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ კი მას სიტყვა გააწყვეტინა და სარჩელის გადადებაზე ტყუილის თქმაში დაადანაშაულა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება. სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის შუამდგომლობა დააყენეს, რასაც მოსამართლეთა კოლეგიის მხრიდან განმარტებები მოჰყვა.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ სარჩელი მილიონამდე მოქალაქის ინტერესებს ეხება, რის გამოც მიზანშეწონილია საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტებებისთვის სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.

"ეს შუამდგომლობა ეხება საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს. მიმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, რომელსაც აქვს ეს გამოცდილება და შეუძლია განმარტოს ეს ყველაფერი - როგორ შეიძლება ყველა პარტიის აკრძალვა ერთად განიხილო. ვერ ჩამოვყალიბდით შუამდგომლობები როგორ უნდა განგვეხილა.

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, თქვენ ორჯერ გადაავადეთ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა. ახალშემოტანილი სარჩელის პირობებში სამ დღეში დაიწყეთ განხილვა." - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანს მოსამართლემ სიტყვა გააწყვეტინა და მისი განცხადება სარჩელის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით მცდარ ინფორმაციად შეაფასა. რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ სარჩელის არსებითი განხილვა გუშინ დაიწყო.

"ბატონო ირაკლი, ამ წინადადებას ვერ დაგასრულებინებთ. უნდა უთხრათ საზოგადოებას და აუხსნათ, რომ თქვენ ტყუილი თქვით. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო გუშინ. გადავდეთ მხოლოდ გუშინ საღამოს დღეისთვის პროცესი. სხვა რაიმე პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საქმესთან დაკავშირებით არ დაუწყია.

თუ გულისხმობთ იმას, რომ წინა ორი სარჩელი იყო შემოტანილი და მხარემ გაიხმო და მერე მესამე სარჩელი შემოიტანა, ეს არის წმინდად კანონით გათვალისწინებული მხარის უფლება, მას აქვს ამის უფლება და მან მისი საპროცესო უფლება გამოიყენა, რაც არა მარტო ამ შემთხვევაში, ძალიან ხშირ შემთხვევაში ხდება საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრაქტიკაში. ასე რომ, თქვენ ახლა ტყუილი თქვით, რომ ჩვენ რაღაც ორჯერ გადავდეთ." - აცხადებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო უარს ამბობს პარტიების აკრძალვის სარჩელი სტრასბურგში გაიგზავნოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები