ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცხინვალი: სექტემბრის შემდეგ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევია

ქართული ოცნება

IPRM-ის 135-ე შეხვედრის შემდეგ ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ 8 სექტემბრის შემდეგ საოკუპაციო ხაზზე დაკავების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა აღნიშნა უპილოტო საფრენი აპარატის მიერ ე.წ. საჰაერო სივრცის დარღვევა.

ცხინვალი: სექტემბრის შემდეგ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევია
ცხინვალი: სექტემბრის შემდეგ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევიანეტგაზეთი

“სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე უსაფრთხოების საკითხები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების დღის წესრიგში კვლავ მთავარ თემად რჩება”, – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა მექანიზმის 135-ე შეხვედრის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, 8 სექტემბერს გამართული წინა შეხვედრის შემდეგ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ვითარება მშვიდი, სტაბილური და პროგნოზირებადია.

„გასული პერიოდის განმავლობაში ვითარება შედარებით მშვიდი, სტაბილური და პროგნოზირებადი იყო. მოქალაქეების მხრიდან დარღვევები არ დაფიქსირებულა – არც ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევა და არც დაკავების შემთხვევა“, – თქვა კოჩიევმა.

მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში დარღვევები არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და არც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაფიქსირებულა.

ამასთან, კოჩიევის განცხადებით, დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც უპილოტო საფრენმა აპარატმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

„ეს ძალიან დიდ სიმაღლეზე მოხდა, ამიტომ საფრენი აპარატის ტიპის დადგენა ვერ მოხერხდა“, – განმარტა მან.

საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავება წლების განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. დაკავებულებს, როგორც წესი, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე უსაფრთხოების საკითხები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების დღის წესრიგში კვლავ მთავარ თემად რჩება“
ეგორ კოჩიევი
„გასული პერიოდის განმავლობაში ვითარება შედარებით მშვიდი, სტაბილური და პროგნოზირებადი იყო. მოქალაქეების მხრიდან დარღვევები არ დაფიქსირებულა – არც ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევა და არც დაკავების შემთხვევა“
„ეს ძალიან დიდ სიმაღლეზე მოხდა, ამიტომ საფრენი აპარატის ტიპის დადგენა ვერ მოხერხდა“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ცხინვალი თბილისისგან ჯაშუშობაში ბრალდებულის მდგომარეობაზე ინფორმაციას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები