ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცხინვალი თბილისისგან ჯაშუშობაში ბრალდებულის მდგომარეობაზე ინფორმაციას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლო

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ ეგორ კოჩიევის განცხადებით, თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სტუდენტის, თამაზ გოლოევის ჯანმრთელობაზე ინფორმაციას ვერ იღებენ და ითხოვენ, რომ პატიმარი „წითელმა ჯვარმა“ მოინახულოს.

ცხინვალი თბილისისგან ჯაშუშობაში ბრალდებულის მდგომარეობაზე ინფორმაციას ითხოვს
ცხინვალი თბილისისგან ჯაშუშობაში ბრალდებულის მდგომარეობაზე ინფორმაციას ითხოვსნეტგაზეთი

“სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება კვლავ ცდილობს, მიიღოს ინფორმაცია საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, თამაზ გოლოევის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ბედის შესახებ”, – ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 135-ე შეხვედრის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

ცხინვალი ითხოვს, თბილისში ჯაშუშობაში ბრალდებული გოლოევი “წითელმა ჯვარმა” მოინახულოს

„ამ ეტაპზე კონკრეტულ პასუხებს არ გვაძლევენ. მხოლოდ იმას გვატყობინებენ, რომ სასამართლო სხდომები მიმდინარეობს, თუმცა ამ სხდომების შედეგები ჩვენთვის უცნობია“, – თქვა კოჩიევმა.

მისი თქმით, ქართული მხარე ამტკიცებს, რომ გოლოევის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ქართული მხარის განცხადებები გოლოევის ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობის შესახებ ნდობას არ იწვევს“, – თქვა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

კოჩიევმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში გოლოევის მონახულებას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები შეძლებენ.

თამაზ გოლოევი თბილისში 2026 წლის 22 აპრილს დააკავეს. მას ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს, რის შემდეგაც 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

იმავე დღეს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს „პოლიტიკური პროვოკაცია“ უწოდა და თბილისს გოლოევის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება კვლავ ცდილობს, მიიღოს ინფორმაცია საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, თამაზ გოლოევის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ბედის შესახებ“
ეგორ კოჩიევი
„ამ ეტაპზე კონკრეტულ პასუხებს არ გვაძლევენ. მხოლოდ იმას გვატყობინებენ, რომ სასამართლო სხდომები მიმდინარეობს, თუმცა ამ სხდომების შედეგები ჩვენთვის უცნობია“
ეგორ კოჩიევი
„ქართული მხარის განცხადებები გოლოევის ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობის შესახებ ნდობას არ იწვევს“
ეგორ კოჩიევი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ცხინვალი: სექტემბრის შემდეგ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები