ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„პოლიტიკური ტურიზმი” – ცხინვალი ეუთოს თავმჯდომარის საოკუპაციო ხაზთან ვიზიტზე

ეუთო

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო უწყებამ ეუთოს თავმჯდომარის, იგნასიო კასისის საოკუპაციო ხაზთან ვიზიტს „პოლიტიკური ტურიზმი“ უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები ეჭვქვეშ აყენებს ეუთოს ობიექტურობასა და შვეიცარიის ნეიტრალიტეტს.

„პოლიტიკური ტურიზმი” – ცხინვალი ეუთოს თავმჯდომარის საოკუპაციო ხაზთან ვიზიტზე
„პოლიტიკური ტურიზმი” – ცხინვალი ეუთოს თავმჯდომარის საოკუპაციო ხაზთან ვიზიტზენეტგაზეთი

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრ იგნასიო კასისის მიერ საქართველოს მონახულებისა და საოკუპაციო ხაზთან ვიზიტს გამოეხმაურა.

კასისი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში 16 ოქტომბერს იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ თბილისში ჩასული დასავლელი პოლიტიკოსებისთვის საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი „კეთილ ტრადიციად“ იქცა, რათა კიდევ ერთხელ გააკრიტიკონ რუსეთი და [დე ფაქტო – რედ.] სამხრეთ ოსეთი და საქართველო „უდანაშაულო მსხვერპლად“ წარმოაჩინონ.

„მსგავსი რიტუალური ექსკურსიები, რომლებიც უფრო პოლიტიკურ ტურიზმს ჰგავს, ჩვენში ღრმა გაუგებრობას იწვევს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დე ფაქტო სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი ვიზიტები ეჭვქვეშ აყენებს ეუთოს, როგორც შუამავლის, ობიექტურობას და შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური ქვეყნის, როლს.

უწყების განცხადებით, რეალური სტაბილიზაციის ხელშეწყობის ნაცვლად, ასეთი ვიზიტები თბილისის „დესტრუქციულ ხაზს“ აძლიერებს. მათივე მტკიცებით, ქართული მხარე ჰუმანიტარულ საკითხებს პოლიტიზებს და არსებულ რეალობას უგულებელყოფს.

დე ფაქტო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარია. მათი მტკიცებით, ეს ხაზი „საქართველოს აგრესიის პირდაპირი შედეგია“, ხოლო საზღვრის მოწყობა მათი შიდა პროცესია, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას ემსახურება.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთოს, შვეიცარიის მოქმედ თავმჯდომარეობასა და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებს ობიექტურობისა და ნეიტრალიტეტის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხების განხილვის ერთადერთ ეფექტიან ფორმატად ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები მიაჩნიათ. მათი თქმით, პრობლემური საკითხები, მათ შორის საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა განიხილებოდეს და არა „მიკერძოებული ვიზიტების“ დროს.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ დიალოგისთვის მზად არის, თუმცა ამის წინაპირობად „რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის უპირობო პატივისცემასა და მისი ინტერესების გათვალისწინებას“ ასახელებს.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მსგავსი რიტუალური ექსკურსიები, რომლებიც უფრო პოლიტიკურ ტურიზმს ჰგავს, ჩვენში ღრმა გაუგებრობას იწვევს“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში - იგნაციო კაისის მაღალი შეფასება საქართველოსთან პარტნიორობას. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები