ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციომ არც ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოლელოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის შუამდგომლობა, პარტიების აკრძალვის საქმეში ვენეციის კომისიის ექსპერტების ჩართვაზე, არ დააკმაყოფილა — თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მოთხოვნას „ძალიან დაუსაბუთებელი“ უწოდა.

საკონსტიტუციომ არც ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
საკონსტიტუციომ არც ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევის შუამდგომლობა დააკმაყოფილანეტგაზეთი

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის კიდევ ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ამჯერად ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევის შესახებ.

აღნიშნული შუამდგომლობა „ლელოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ დააყენა და მოითხოვა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესში ვენეციის კომისიის 3 ექსპერტი დისტანციურად ჩაერთოთ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ამ შუამდგომლობის შესახებ ადგილზე ზეპირად იმსჯელა და დაკმაყოფილებაზე უარი ერთხმად განაცხადა.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, ექსპერტებად მოწვევის შუამდგომლობა „ძალიან დაუსაბუთებელი“ იყო.

„არსებობს ძალიან ბევრი საერთაშორისო დოკუმენტი, მათ შორის ვენეციის კომისიის მიერ დადგენილი პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთო ევროპული სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის პრაქტიკა და ბევრი დოკუმენტი, რომლითაც დადგენილია სტანდარტები ჩვენს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება იმ დავის საგანს, რაც ჩვენ მიერ არის დღეს განსახილველი.

ამავდროულად ამ მოწმეთა ექსპერტებად მოწვევის შუამდგომლობა ძალიან დაუსაბუთებელი იყო სასამართლოსთვის. ზოგადად, კარგი ევროპელი იურისტების მოსმენა კარგია, მაგრამ ეს შეიძლება სხვაგან მოვისმინოთ. ამ საქმის განხილვაში რით დაგვეხმარებოდა არის დაუსაბუთებელი“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

„რაში დაეხმარებოდა და იმაში, რომ საზოგადოებრივ აღქმაში გადაწყვეტილება იქნებოდა არამხოლოდ სწორი, სამართლიანი და კონსტიტუციურ მოთხოვნებთან შესაბამისი, არამედ სწორედ ასეთად აღიქმებოდა ყველას მხრიდან როგორც დამოუკიდებელი, პირუთვნელი სასამართლოს მიერ გამოტანილი“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ.

აღსანიშნავია, რომ მეორე დღეა საკონსტიტუციო სასამართლოს არ დაუკმაყოფილებია ოპოზიციური პარტიების მიერ დაყენებული არცერთი შუამდგომლობა.

21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალიან დაუსაბუთებელი“
რევაზ ნადარაია
„რაში დაეხმარებოდა და იმაში, რომ საზოგადოებრივ აღქმაში გადაწყვეტილება იქნებოდა არამხოლოდ სწორი, სამართლიანი და კონსტიტუციურ მოთხოვნებთან შესაბამისი, არამედ სწორედ ასეთად აღიქმებოდა ყველას მხრიდან როგორც დამოუკიდებელი, პირუთვნელი სასამართლოს მიერ გამოტანილი“
გიორგი სიორიძე
„არსებობს ძალიან ბევრი საერთაშორისო დოკუმენტი, მათ შორის ვენეციის კომისიის მიერ დადგენილი პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთო ევროპული სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის პრაქტიკა და ბევრი დოკუმენტი, რომლითაც დადგენილია სტანდარტები ჩვენს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება იმ დავის საგანს, რაც ჩვენ მიერ არის დღეს განსახილველი. ამავდროულად ამ მოწმეთა ექსპერტებად მოწვევის შუამდგომლობა ძალიან დაუსაბუთებელი იყო სასამართლოსთვის. ზოგადად, კარგი ევროპელი იურისტების მოსმენა კარგია, მაგრამ ეს შეიძლება სხვაგან მოვისმინოთ. ამ საქმის განხილვაში რით დაგვეხმარებოდა არის დაუსაბუთებელი“
რევაზ ნადარაია
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო უარს ამბობს პარტიების აკრძალვის სარჩელი სტრასბურგში გაიგზავნოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები