საკონსტიტუციო ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევაზე უარს ამბობს
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უარი თქვა ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვაში ვენეციის კომისიის ექსპერტების ჩართვაზე, რაც „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ მოითხოვა.

"ძლიერმა საქართველომ- ლელომ" საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ოპოზიციის აკრძალავის სარჩელის განხილვაში ვენეციის კომისიის ექსპერტების ჩართვის შუამდგომლობით მიმართა - შესაბამისი მოთხოვნა გიორგი სიორიძემ დააყენა სხდომაზე.
ვითხოვთ კონკრეტულ დასკვნაზე მომუშავე 3 ექსპერტის ჩართვას, რომელთაგან ორი იქნება ვნეციის კომისიის წევრ და ერთი საპატიო ვიცე-პრეზიდენტი"- განაცხადა სიორიძემ.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთხმნენ სხვა ოპოზიციური პარტიები.
რაც შეეხება "ოცნებას", მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ მოთხოვნას არ დაეთანხმნენ.
შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ადგილზე თათბირით მიიღო და ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევაზე უარი განაცხადა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…