პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ლელოს“ წევრმა მოითხოვა ვენეციის კომისიის ექსპერტების საკონსტიტუციო სასამართლოზე დასწრება ისე, რომ მათგან თანხმობაც კი არ მიუღია. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ლელოს“ წევრის შუამდგომლობა სხდომაზე ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევის შესახებ. მოსამართლე რევაზ ნადარაიას განცხადებით, მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო, ამასთან, მხარეს ექსპერტებისგან წინასწარი თანხმობაც არ ჰქონია მიღებული.

„ლელოს“ წევრმა მოითხოვა ვენეციის კომისიის ექსპერტების საკონსტიტუციო სასამართლოზე დასწრება ისე, რომ მათგან თანხმობაც კი არ მიუღია. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
იმედინიუსი

„ლელოს“ წევრის შუამდგომლობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე ვენეციის კომისიის ექსპერტების დასწრებას ეხებოდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„ლელოს“ წევრმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სასურველია სხდომებს ვენეციის კომისიის 3 ექსპერტი დაესწროს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ექსპერტების შეხედულება აღნიშნულ სხდომებთან დაკავშირებით.

მოსამართლე დაინტერესდა, აქვს თუ არა ვენეციის კომისიის ექსპერტებისგან თანხმობა შუამდგომლობის ავტორს, რომ დაკმაყოფილების შემთხვევაში ჩამოვლენ და მიიღებენ მონაწილეობას, რაზეც „ლელოს“ წევრმა განაცხადა, რომ მას ამასთან დაკავშირებით საუბარი ვენეციის კომისიის ექსპერტებთან არ ჰქონია.

როგორც მოსამართლეებმა განმარტეს, ისინი ვერ ხედავენ სხდომებზე ვენეციის კომისიის ექსპერტების ჩართვის საჭიროებას.

„ამ ექსპერტების იურისტებად მოწვევის შუამდგომლობა ძალიან დაუსაბუთებელია სასამართლოსთვის. კონკრეტულად ამ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, რაში დაეხმარებოდა სასამართლოს, რა მეტ სიცხადეს შესძენდა საქმის განხილვას და რაში დაეხმარებოდა უშუალოდ მხარეს, გაუგებარი იყო და სასამართლომ ეს ვერ მოისმინა. ევროპელი კარგი იურისტების მოსმენა კარგია, მაგრამ ეს შეიძლება სხვაგან მოვისმინოთ. ამ საქმის განხილვისთვის თუ რა იქნებოდა და რით დაგვეხმარებოდა, ეს არის დაუსაბუთებელი. აქედან გამომდინარე ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება“, - განაცხადა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით კი, ის ნორმები, რომლებზეც ხსენებულმა ექსპერტებმა მოამზადეს ვენეციის კომისიის დასკვნა, არ არის კავშირში მიმდინარე პროცესთან - საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებასთან.

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სასამართლო განხილვები გრძელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურისაკონსტიტუციომ არც ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
  2. რუსთავი 2სამთავრობო"ევროპელი იურისტების მოსმენა კარგია, მაგრამ ამ საქმეში რით დაგვეხმარებოდა, დაუსაბუთებელია - პარტიების აკრძალვის სტანდარტები უკვე დადგენილია" - რევაზ ნადარაია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევაზე უარს ამბობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები