₾7.5 მილიონით მეტი წინა წელთან შედარებით - პარკირების დარღვევებისთვის გადახდილი ჯარიმები 69%-ით გაიზარდა
თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის გადახდილი ჯარიმების მოცულობა 69%-ით, 18,2 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.5 მილიონი ლარით მეტია.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის აკრეფილი ჯარიმების მოცულობა 2-ჯერ გაიზარდა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
დოკუმენტის თანახმად, გადახდილი ჯარიმების საერთო მოცულობამ 18,242,013 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 69%-ით, ანუ 7.5 მილიონი ლარით მეტია.
ბოლო სტატისტიკით, თბილისში 28 516 საპარკინგე ადგილია, საიდანაც თითქმის ნახევარი ზონალური, ნახევარი კი არაზონალური საპარკინგე არეალია.
თბილისში არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა 50 ლარს შეადგენს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…