პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“თქვენი შეკითხვა ბიბლიური ჭეშმარიტებაა თუ რას ნიშნავს?” – კიდევ 2 შუამდომლობა სასამართლოს და 2 უარი

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვაში ვენეციის კომისიის ექსპერტების ჩართვისა და საქმის სტრასბურგში გაგზავნის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. სხდომაზე თავმჯდომარე რევაზ ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

“თქვენი შეკითხვა ბიბლიური ჭეშმარიტებაა თუ რას ნიშნავს?” – კიდევ 2 შუამდომლობა სასამართლოს და 2 უარი
ალია

“ძლიერმა საქართველომ – ლელომ” საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ოპოზიციის აკრძალავის სარჩელის განხილვაში ვენეციის კომისიის ექსპერტების ჩართვის შუამდგომლობით მიმართა – შესაბამისი მოთხოვნა გიორგი სიორიძემ დააყენა სხდომაზე.

ვითხოვთ კონკრეტულ დასკვნაზე მომუშავე 3 ექსპერტის ჩართვას, რომელთაგან ორი იქნება ვენეციის კომისიის წევრ და ერთი საპატიო ვიცე-პრეზიდენტი”- განაცხადა სიორიძემ.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთნხმნენ სხვა ოპოზიციური პარტიები.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ კი განაცხადა, ექსპერტებად მოწვევის შუამდგომლობა „ძალიან დაუსაბუთებელი“ იყო.

„ზოგადად, კარგი ევროპელი იურისტების მოსმენა კარგია, მაგრამ ეს შეიძლება სხვაგან მოვისმინოთ. ამ საქმის განხილვაში რით დაგვეხმარებოდა არის დაუსაბუთებელი“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

ამ კითხვაზე საპასუხოდ, უკვე პარტია “ახალის” თავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ “ვენეციის კომისია არის ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების ერთობა და რომ საკითხის იქ გაგზავნა ორგანული კანონით გარანტირებული უფლებაა”.

ნიკა გვარამიას უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ:

თქვენ ახლა ჩვენს შეკითხვას აკრიტიკებთ ბატონო ნიკა? თქვენ რა შუაში ხართ ჩვენი შეკითხვის კომენტირებისას?

ნიკა გვარამია: “თქვენი შეკითხვა ბიბლიური ჭეშმარიტებაა თუ რას ნიშნავს?”

“ლელო-ძლიერი საქართველოს” შუამდგომლობას სხდომაზე არ დაეთანხმნენ “ოცნების” წარმომადგენლები.

შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ადგილზე თათბირით მიიღო და ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევაზე უარი განაცხადა.

კიდევ ერთი შუამდგომლობა ეხებოდა ოპოზიციისაკრძალვის სარჩელის სტრასბურგის სასამართლოში საკონსულტაციო დასკვნის მიზნით გაგზავნას. სასამართლომ ისიც არ დააკმაყოფილა.

პლენუმის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გაახმოვანა.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია რევაზ ნადარაიას - ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! - თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები