მოსამართლე ბადრი ჯაფარიძეს: ბატონო ბადრი, ჩვენ ვერ შევაფასებთ პოლიტიკოსების განცხადებებს, რომელიც, მით უმეტეს, სასამართლო დარბაზში არ გაკეთებულა - არავითარ ზემოქმედების მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი და ვერც მოგვაქცევს ვერავინ ვერასდროს, ეს იცოდეთ
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ბადრი ჯაფარიძეს განუცხადა, რომ დარბაზს მიღმა გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს ვერ შეაფასებენ და სასამართლოს ზემოქმედების ქვეშ ვერავინ მოაქცევს. ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნება“ საქმეზე მანიპულაციას აწარმოებს.

ბატონო ბადრი, ჩვენ ვერ შევაფასებთ პოლიტიკოსების განცხადებებს, მით უმეტეს, პოლიტიკოსების იმ განცხადებებს, რომელიც სასამართლო დარბაზში არ გაკეთებულა, - განუცხადა მოსამართლე რევაზ ნადარაია ბადრი ჯაფარიძეს სასამართლო პროცესზე.
ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ მათ კვლავ იხილეს მანიპულაციის გაგრძელება, რომელსაც „ქართული ოცნება“ საქმესთან დაკავშირებით აწარმოებს. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის შეურაცხყოფაა, როდესაც პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღე დარჩა აღნიშნული პარტიების არსებობისთვის.
„ბატონო ბადრი, ჩვენ ვერ შევაფასებთ პოლიტიკოსების განცხადებებს. პოლიტიკოსების იმ განცხადებების შეფასება, რომელიც, მით უმეტეს, სასამართლო დარბაზში არ გაკეთებულა - ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებს ყველა მხარე.
ზემოქმედების ქვეშ ჩვენ ვერავინ ვერასდროს ვერ მოგვაქცევს. არავითარ მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი და ვერც მოგვაქცევს ვერავინ ვერასდროს, ეს იცოდეთ“, - განაცხადა მოსამართლემ რევაზ ნადარაიამ.
ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ხუთი სხვადასხვა პარტიის გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს.
ციტატები სტატიიდან
„ბატონო ბადრი, ჩვენ ვერ შევაფასებთ პოლიტიკოსების განცხადებებს. პოლიტიკოსების იმ განცხადებების შეფასება, რომელიც, მით უმეტეს, სასამართლო დარბაზში არ გაკეთებულა - ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებს ყველა მხარე. ზემოქმედების ქვეშ ჩვენ ვერავინ ვერასდროს ვერ მოგვაქცევს. არავითარ მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი და ვერც მოგვაქცევს ვერავინ ვერასდროს, ეს იცოდეთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…