ლევან მაჭავარიანი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე: ერთი მხრივ, ეს არის ძალიან უხეში ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში, მეორე მხრივ ეს არის თავდასხმა სასამართლოზე
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის მოწოდებას, უკან გაიწვიონ პარტიების აკრძალვის სარჩელი, შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად და სასამართლოზე თავდასხმად აფასებს.

ლევან მაჭავარიანი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის მოწოდებას საკონსტიტუციო სარჩელის უკან გაწვევის შესახებ საქართველოს საქმეებში შიდა ჩარევად აფასებს. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ქართულ სასამართლოზე ზეწოლის წარსულ მაგალითებსაც იხსენებს.
„ჩვენ მოვუწოდებდით თავშეკავებისკენ, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მხრივ, ეს არის ძალიან უხეში ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში, მეორე მხრივ ეს არის თავდასხმა სასამართლოზე და ჩვენ არაერთი მაგალითი გვინახავს, როდესაც ბატონი ჰერჩინსკი, ბატონი ფიშერი პირდაპირ სასამართლო პროცესებზე დადიოდნენ, რომ პირდაპირ ზეწოლა მოეხდინათ. გვახსოვს ქალბატონი კელი დეგნანი, რომელმაც ნიკა გვარამიას საკითხთან დაკავშირებით მოსამართლე დაიბარა და ანგარიშის ჩაბარება მოსთხოვა. ეს არის ძალიან უხეში ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში და ჩვენს მოქალაქეებს ეს ძალიან არ მოსწონთ, მსუბუქად რომ ვთქვათ. ეს კონტრპროდუქტიულია თვითონ ამ აქტორებისთვის. რამდენ საქმესაც ასე წინასწარ შეფასება გაუკეთეს და რაღაც პოლიტიკური იარლიყი მიაკერეს, ყველა ეს საქმე წაღებული იყო სტრასბურგის სასამართლოში და აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით“, - აცხადებს მაჭავარიანი.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უკან გაიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ მოვუწოდებდით თავშეკავებისკენ, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მხრივ, ეს არის ძალიან უხეში ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში, მეორე მხრივ ეს არის თავდასხმა სასამართლოზე და ჩვენ არაერთი მაგალითი გვინახავს, როდესაც ბატონი ჰერჩინსკი, ბატონი ფიშერი პირდაპირ სასამართლო პროცესებზე დადიოდნენ, რომ პირდაპირ ზეწოლა მოეხდინათ. გვახსოვს ქალბატონი კელი დეგნანი, რომელმაც ნიკა გვარამიას საკითხთან დაკავშირებით მოსამართლე დაიბარა და ანგარიშის ჩაბარება მოსთხოვა. ეს არის ძალიან უხეში ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში და ჩვენს მოქალაქეებს ეს ძალიან არ მოსწონთ, მსუბუქად რომ ვთქვათ. ეს კონტრპროდუქტიულია თვითონ ამ აქტორებისთვის. რამდენ საქმესაც ასე წინასწარ შეფასება გაუკეთეს და რაღაც პოლიტიკური იარლიყი მიაკერეს, ყველა ეს საქმე წაღებული იყო სტრასბურგის სასამართლოში და აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…