ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადვოკატი გოგა ფეიქრიშვილის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს

იუსტიციის სამინისტრო

ადვოკატ პაატა გოგიაშვილის განცხადებით, გლდანის ციხეში მყოფ გოგა ფეიქრიშვილს თვითდაზიანების შედეგად ხელიდან სისხლდენა აქვს და ისევ დეესკალაციის საკანში რჩება. დაცვის მხარე პენიტენციური სამსახურისგან მის სასწრაფოდ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს.

ადვოკატი გოგა ფეიქრიშვილის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს
ადვოკატი გოგა ფეიქრიშვილის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვსTV პირველი

ადვოკატმა გლდანის ციხეში მოთავსებული გოგა ფეიქრიშვილი მოინახულა. როგორ პაატა გოგიაშვილმა მერვე პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმი პირი კვლავ დეესკალაციის ოთახში ჰყავთ და ჭრილობებიდან სისხლდენა აქვს.

ადვოკატის თქმით, ისინი პენიტენციური სამსახურისგან პატიმრის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ, რათა ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.

ეხლა ამომიყვანეს პატიმარი, არის ისევ ე.წ დეესკალაციის საკანში. პატიმარი თვითონ ითხოვს, რომ გადაიყვანონ სხვა საკანში, ვინაიდან დაზიანებული აქვს მარცხენა ხელის მტევანი, თვითდაზიანება მიიყენა ხელზე, აქვს სისხლდენა, ყოველ წუთას ესაჭიროება გადახვევა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ეხლა ვთხოვთ პენიტენციურ დაწესებულას მერვე დაწესებულების ადმინისტრაციასაც და დეპარტანეტს, რომ გადაყვნილი იქნას ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, რათა მოხდეს მისი მიხედვა, ელემენტარულად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომ იყოს, - ამბობს ადვოკატი.

უფლებადამცველს არ აქვს ინფორმაცია, რატომ არ გადაჰყავთ აქამდე პატიმარი და ამბობს, რომ პენიტენიცურთან არანაირი სახის კომუნიკაცია არ ჰქონია.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პენიტენციური: დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები