სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აქვს: “აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. გიორგი ფეიქრიშვილი იმყოფება საკანში”
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ადვოკატის მტკიცება, თითქოს ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობიდან სისხლდენა აქვს, სიცრუეა. უწყების ცნობით, ფეიქრიშვილს თვითდაზიანების შემდეგ შესაბამისი დახმარება გაეწია და იგი უკვე საკანშია გადაყვანილი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება.
“აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი ამჟამად №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება არა დეესკალაციის ოთახში, არამედ საკანში”, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
“აქვე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, 20:25 საათზე, ბრალდებული სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით დეესკალაციის ოთახიდან გადაყვანილ იქნა №18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია – დაუმუშავდა თვითდაზიანების მიყენების შედეგად არსებული ჭრილობა ხელზე (გაჭრილი ჰქონდა კანი და კუნთოვანი ქსოვილი). ამის შემდეგ ბრალდებული დაბრუნდა №8 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში (მისივე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე), სადაც იმყოფებოდა დღემდე, 22 ოქტომბრამდე. დღეს კი, 15:30 საათზე გიორგი ფეიქრიშვილი გადაყვანილ იქნა №8 პენიტენციური დაწესებულების საკანში.
იგი იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, ადვოკატის მიერ ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსისპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აქვს. აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. გიორგი ფეიქრიშვილი იმყოფება საკანში
- რუსთავი 2პენიტენციური სამსახური: გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატის გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება, სინამდვილეს არ შეესაბამება
- ნეტგაზეთიპენიტენციური უარყოფს, რომ გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახშია
ციტატები სტატიიდან
„აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი ამჟამად №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება არა დეესკალაციის ოთახში, არამედ საკანში“
„აქვე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, 20:25 საათზე, ბრალდებული სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით დეესკალაციის ოთახიდან გადაყვანილ იქნა №18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია – დაუმუშავდა თვითდაზიანების მიყენების შედეგად არსებული ჭრილობა ხელზე (გაჭრილი ჰქონდა კანი და კუნთოვანი ქსოვილი). ამის შემდეგ ბრალდებული დაბრუნდა №8 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში (მისივე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე), სადაც იმყოფებოდა დღემდე, 22 ოქტომბრამდე. დღეს კი, 15:30 საათზე გიორგი ფეიქრიშვილი გადაყვანილ იქნა №8 პენიტენციური დაწესებულების საკანში. იგი იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, ადვოკატის მიერ ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…