ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ფეიქრიშვილის საქმეზე ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება

საქართველოს პროკურატურაიუსტიციის სამინისტრო

სახალხო დამცველი პროკურატურას გლდანის ციხეში დავით ფეიქრიშვილის სასტიკი ცემის საქმეზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. ომბუდსმენის შეფასებით, ციხის თანამშრომელთა შესაძლო დანაშაულის ობიექტური გამოძიებისთვის საქმე უწყებამ უნდა გამოიძიოს, რასაც პენიტენციური სამსახური და ბრალდებული მხარე უარყოფენ.

დავით ფეიქრიშვილის საქმეზე ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება
დავით ფეიქრიშვილის საქმეზე ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიებარადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქმის შესწავლის ფარგლებში, გარდა იმისა, რომ პროკურატურას მიმართეს გამოძიების მოთხოვნით, ასევე:

- პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს სთხოვეს დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

- # 8 პენიტენციურ დაწესებულებას, ანუ იმ ციხის ადმინისტრაციას, სადაც ფეიქრიშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, მოსთხოვეს მისი "განთავსების საკანსა და მიმდებარე დერეფანში ვიდეო მეთვალყურეობის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია".

- ასევე მოსთხოვეს იმ პატიმრების შესახებ ციხის შენობაში გადაღებული კადრები, რომლებსაც ფეიქრიშვილი მასზე განხორციელებულ ძალადობაში მონაწილედ ასახელებს.

- ციხის ადმინისტრაციას მოსთხოვეს ფეიქრიშვილის უსაფრთხოების დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.

მიიღო თუ არა ამ ინფორმაციიდან რაიმე სახალხო დამცველმა, ეს განცხადებაში არ წერია. ამ ტექსტში ხაზგასმულია, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების ობიექტურად გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია, საქმე პროკურატურამ გამოიძიოს.

ცნობები იმის შესახებ, რომ გლდანის ციხეში მყოფი დავით ფეიქრიშვილი სასტიკად სცემეს რამდენიმე დღით ადრე დაკავებულმა ვატო ყოფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა და რამდენიმე სხვა ადამიანმა, 19 ოქტომბერს გავრცელდა.

ვატო ყიფიანის ადვოკატის თქმით, ის კატეგორიულად უარყოფს ფეიქრიშვილის ცემის ფაქტს.

ციხეში ფიზიკური ანგარიშსწორების ინციდენტს უარყოფს პენიტენციური სამსახურიც.

ფეიქრიშვილებსა და ყიფიანს, რომლებიც გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან, დაპირისპირების მრავალწლიანი ისტორია აქვთ.

ფეიქრიშვილი, რომელიც კლინიკა "ვივამედში" ორჯერ შეიყვანეს - ჯერ 19 ოქტომბერს, მოტეხილი ოთხი ნეკნით, ჩამტვრეული სახის ძვლებითა და დაზიანებული თავის ქალით და შემდეგ უკვე 20 ოქტომბერს, ხელზე მიყენებული ჭრილობით - ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ 20 ოქტომბერს დაიწყო დავით ფეიქრიშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეზე.

"ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც. გამოძიებას დაველოდოთ. მთავარია, გამოძიებამ ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რა იყო დაზიანება, რა იყო დაზიანების მიზეზი, რა იყო ციხის ადმინისტრაციის როლი და ა.შ. ამის შემდეგ, გპირდებით, რომ კომენტარებს გავაკეთებთ", - თქვა 21 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ამ თემაზე დასმული კითხვის პასუხად.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც. გამოძიებას დაველოდოთ. მთავარია, გამოძიებამ ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რა იყო დაზიანება, რა იყო დაზიანების მიზეზი, რა იყო ციხის ადმინისტრაციის როლი და ა.შ. ამის შემდეგ, გპირდებით, რომ კომენტარებს გავაკეთებთ“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დავით ფეიქრიშვილის თქმით, ვატო ყიფიანმა და 4-მა პირმა მიაყენეს დაზიანებები - ადვოკატიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები