პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოსამართლე რევაზ ნადარაია ნიკა გვარამიას: აქ არ იქნება დაუსრულებელი, უსაგნო საუბარი - ჩამოაყალიბეთ მოთხოვნა, რა გნებავთ. მეუბნებით, ხალხი უნდა დავკითხოთ, მაგრამ არ ვიცი, ვინ არიანო

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამიას დროის გაწელვაში დასდო ბრალი და მოსთხოვა, კონკრეტულად დაასახელოს იმ პირების სია, რომელთა დაკითხვასაც ითხოვს.

მოსამართლე რევაზ ნადარაია ნიკა გვარამიას: აქ არ იქნება დაუსრულებელი, უსაგნო საუბარი - ჩამოაყალიბეთ მოთხოვნა, რა გნებავთ. მეუბნებით, ხალხი უნდა დავკითხოთ, მაგრამ არ ვიცი, ვინ არიანო
იმედინიუსი

აქ არ იქნება დაუსრულებელი, უსაგნო საუბარი - ჩამოაყალიბეთ მოთხოვნა, რა გნებავთ. მეუბნებით, ხალხი უნდა დავკითხოთ, მაგრამ არ ვიცი, ვინ არიანო, - ასე მიმართა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ნიკა გვარამიას მის შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

მოსამართლემ გვარამიას იმ თანამდებობის პირების ნუსხის წარდგენა მოსთხოვა, რომელთა დაკითხვასაც ითხოვენ.

„თუ თქვენ კონკრეტული მოწმეების ჩამონათვალი გექნებოდათ... გავიგეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ინკვიზიციური განხილვის უფლება აქვს და შეუძლია მტკიცებულებების გამოთხოვა, რასაც ის ჩათვლის საჭიროდ. ჩვენ რას დავადგენთ, ეგ ჩვენი გადასაწყვეტია. თქვენ შუამდგომლობთ და თქვენ უნდა მითხრათ მე და სასამართლოს, დაასახელოთ კონკრეტული პირები: მსურს ამა და ამ პიროვნების დაკითხვა, ამიტომ და ამიტომ.

ჯერ ჩამოაყალიბეთ მოთხოვნა, რა გნებავთ. აქ არ იქნება დაუსრულებელი, უსაგნო საუბარი. თქვენ მეუბნებით, რომ უნდა დავკითხოთ ხალხიო, არ ვიცი, ვინ არიან, მაგრამ ვიცი მათი თანამდებობებიო. ბატონო ნიკა, თქვენ ახლა წელავთ დროს. წარმოადგინეთ ნუსხა, რომელი თანამდებობის პირების დაკითხვა გნებავთ“, — განაცხადა მოსამართლემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკა გვარამია - სინამდვილეში კრძალავენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, განათლებულებს, მშრომელებს და მედასავლეთეებს - რჩებიან თავად, კორუმპირებულები და სამშობლოს მგმობელნი!
  2. TV პირველიოპოზიციური"ჩაქუჩით პოლიტიკური განცხადებების შეჩერება არ შეგიძლიათ" - საკონსტიტუციოში სიტყვიერი დაპირისპირება იყო
  3. პირველი არხისამთავრობონიკა გვარამია – დღევანდელი სარჩელით კრძალავენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებსა და მებრძოლ პატრიოტებს, განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს
  4. ალიაოპოზიციური“არ განვმარტავ, მაგრამ თუ ვერ გაიგეთ, ეს თქვენი პრობლემაა” – რა “იგრძნო” მოსამართლემ?
  5. TV პირველიოპოზიციური"თქვენ ჩემი დირექტორი არ ხართ" - პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა კამათის ფონზე დაიწყო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რევაზ ნადარაია გვარამიას - ვეტინგზე თქვენი პოზიცია გასაგებია და კონკრეტული მოსამართლე გასაშვებია და ა.შ., ამაში ნუ შევდივართ - მოსამართლეების კორუმპირებულობაზე ინფორმაცია არ მაქვს, საკითხს აყენებთ პროვოკაციულად, სასამართლოს ეცით პატივი!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები