ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“არ განვმარტავ, მაგრამ თუ ვერ გაიგეთ, ეს თქვენი პრობლემაა” – რა “იგრძნო” მოსამართლემ?

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვისას მოსამართლე რევაზ ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოსამართლემ გვარამიას გაფრთხილება მისცა, მიზეზის ახსნაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ თუ ვერ გაიგო, ეს მისი პრობლემაა.

“არ განვმარტავ, მაგრამ თუ ვერ გაიგეთ, ეს თქვენი პრობლემაა” – რა “იგრძნო” მოსამართლემ?
“არ განვმარტავ, მაგრამ თუ ვერ გაიგეთ, ეს თქვენი პრობლემაა” – რა “იგრძნო” მოსამართლემ?ალია

ცოტა ხნის წინ სიტყვიერი დაპირისპირება იყო საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, სადაც ნიკა გვარამიას საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გაფრთხილება მისცა და უთხრა, რომ განმარტების გარეშე უნდა მიხვდეს რატომ აფრთხილებს და თუ ვერ მიხვდება, მისი პრობლემაა.

ნიკა გვარამია: დღევანდელი სარჩელით არ კრძალავენ მხოლოდ 5 პარტიას. ეს არის მხოლოდ ფორმალური ჩარჩო იმისა, რაც რეალობაში ხდება. სინამდვილეში კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, ანუ ადამიანებს ინდივიდუალურად, კრძალავენ სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში, განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს. კრძალავენ ამათ, რჩებიან თავად, კორუმპირებულები, სამშობლოს მგმონი…

მოსამართლე რევაზ ნადარაია: ბატონო ნიკა თქვენთვის გაუგებარი იყო, რაზეც მე ვსაუბრობდი?

ნიკა გვარამია: მე მაინტერესებს, თქვენთვის რა არის გასაგები? რა ვთქვი ისეთი? შუამდგომლობაა.

მოსამართლე რევაზ ნადარაია: პირველ რიგში სარჩელი ეხება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, მეორეც ერთი, ეს არის ჯერ სარჩელი.

ნიკა გვარამია: დიახ. მერე?

მოსამართლე რევაზ ნადარაია: აქ არაფერ შუაში არ არის სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ. არაფერ შუაშია, თქვენი შეფასებები გააკეთეთ სხვაგან. სამართლებრივად დაასაბუთეთ. ძალიან კარგად შეგიძლიათ.

ნიკა გვარამია: მადლობთ. შესაბამისად, რაკიღა არ მაძლევთ ამის თქმის შესაძლებლობას, იმედია, ახსნა–განმარტებაში მაინც მომცემთ პოლიტიკური შეფასების გაკეთების საშუალებას…

მოსამართლე რევაზ ნადარაია: ახსნა–განმარტებაში ნუ დაიბევებთ თქვენ პოლიტიკური გაკეთების შეფასებების. (სტილი დაცულია)

ნიკა გვარამია: საერთო სასამართლოები მემგონი თქვენ გგონიათ, ბატონო მოსამართლევ, ეს არ არის საერთო სასამართლო, ეს არის ინკვიზიციური სასამართლო, რომელიც სამართლებრივ-პოლიტიკურია . როგორც სისხლის სამართლის პროცესში ჩაქუჩით შეგიძლიათ პოლიტიკური განცხადებების შეჩერება, ეს საკონსტიტუციო სასამართლოში არ ხდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია: მე არაფერს ჩაქუჩით არ ვაჩერებ, თუ პირდაპირი გაგებით გავიგებთ, ჩაქუჩი საერთოდ არ გამომიყენებია, მეორე – მე არაფერი არ მერევა ერთმანეთში და სასამართლოს ელაპარაკეთ კორექტულად.

ნიკა გვარამია: რა იყო არაკორექტული იმაში რაც ვთქვი? – რატომ ვითხოვ იცით განმარტებას? რომ მერე არ მომდოთ შარი, სანქცია.

მოსამართლე რევაზ ნადარაია: ძალიან კარგად ვარჩევ კორექტულობას და არაკორექტულობას ერთმანეთისგან,

ნიკა გვარამია: განმიმარტეთ, რა იყო არაკორექტული.

მოსამართლე რევაზ ნადარაია: გააგრძელეთ. გაფრთხილებული ხართ უკვე.

ნიკა გვარამია: განმიმარტეთ რისთვის.

მოსამართლე რევაზ ნადარაია: არა, არა, თუ ვერ გაიგეთ, ეს თქვენი პრობლემაა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია: არ კრძალავენ მხოლოდ ხუთ პარტიას, კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები