ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია – დღევანდელი სარჩელით კრძალავენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებსა და მებრძოლ პატრიოტებს, განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის განხილვაზე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სარჩელით პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო სექტორს კრძალავენ, რაზეც სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მას მოუწოდა, პოლიტიკური შეფასებები სხვაგან გააკეთოს და პოზიცია სამართლებრივად დაასაბუთოს.

ნიკა გვარამია – დღევანდელი სარჩელით კრძალავენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებსა და მებრძოლ პატრიოტებს, განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს
ნიკა გვარამია – დღევანდელი სარჩელით კრძალავენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებსა და მებრძოლ პატრიოტებს, განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებსპირველი არხი

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, კოალიცის „ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სარჩელთან დაკავშირებით პოზიციას წარადგენს.

როგორც გვარამიამ განაცხადა, დღევანდელი სარჩელით არ კრძალავენ მხოლოდ ხუთ პარტიას, ეს არის მხოლოდ იმის ფორმალური ჩარჩო, რაც რეალობაში ხდება.

„სინამდვილეში, კრძალავენ სხვას და ეს იკვეთება დასკვნიდან. კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, ანუ ადამიანებს ინდივიდუალურად. ეს არ არის მხოლოდ პარტიების აკრძალვა. ამ დასკვნას და მოთხოვნას აქვს თავისი კონტექსტუალური გაგრძელება ამ ტიპის კანონებში. მიმაჩნია, რომ დასკვნა გათხოვილი უნდა იყოს მათ შორის იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ხერხემალი. კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებსა და მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში – განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს. კრძალავენ ამათ, რჩებიან თავად – კორუმპირებულები, სამშობლოს მგმობნი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ, რის შემდეგაც მას მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ.

ნადარაიას თქმით, „პირველ რიგში, სარჩელი ეხება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს და მეორეც – ეს არის ჯერ სარჩელი, აქ არაფერ შუაშია სამოქალაქო საზოგადოება და ასე შემდეგ“.

„თქვენი შეფასებები გააკეთეთ სხვაგან. დაასაბუთეთ სამართლებრივ დასაბუთებაზე მითითებით. თქვენ ვერ იქნებით განსხვავებული და განსაკუთრებული სხვებისგან, თქვენც იგივე მოგეთხოვებათ, რაც სხვებს. თითქოს ვერ გაიგეთ, აქ რაზე იყო ადრე საუბარი. სამართლებრივად დაასაბუთეთ“, – მიმართა მოსამართლემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სინამდვილეში, კრძალავენ სხვას და ეს იკვეთება დასკვნიდან. კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, ანუ ადამიანებს ინდივიდუალურად. ეს არ არის მხოლოდ პარტიების აკრძალვა. ამ დასკვნას და მოთხოვნას აქვს თავისი კონტექსტუალური გაგრძელება ამ ტიპის კანონებში. მიმაჩნია, რომ დასკვნა გათხოვილი უნდა იყოს მათ შორის იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ხერხემალი. კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებსა და მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში – განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს. კრძალავენ ამათ, რჩებიან თავად – კორუმპირებულები, სამშობლოს მგმობნი“
ნიკა გვარამია
„პირველ რიგში, სარჩელი ეხება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს და მეორეც – ეს არის ჯერ სარჩელი, აქ არაფერ შუაშია სამოქალაქო საზოგადოება და ასე შემდეგ“
„თქვენი შეფასებები გააკეთეთ სხვაგან. დაასაბუთეთ სამართლებრივ დასაბუთებაზე მითითებით. თქვენ ვერ იქნებით განსხვავებული და განსაკუთრებული სხვებისგან, თქვენც იგივე მოგეთხოვებათ, რაც სხვებს. თითქოს ვერ გაიგეთ, აქ რაზე იყო ადრე საუბარი. სამართლებრივად დაასაბუთეთ“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია – საკონსტიტუციო სარჩელი არის ისტორიული დოკუმენტი, როგორ უნდა უღალატო სამშობლოს, ასეთია „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ თავზე დაწერილი განაჩენიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები