პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია - სინამდვილეში კრძალავენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, განათლებულებს, მშრომელებს და მედასავლეთეებს - რჩებიან თავად, კორუმპირებულები და სამშობლოს მგმობელნი!

კოალიცია ცვლილებისთვისსაკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სინამდვილეში მოქმედ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო სექტორს კრძალავენ. თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მას პოლიტიკური განცხადებების შეწყვეტა მოსთხოვა და გააფრთხილა.

ნიკა გვარამია - სინამდვილეში კრძალავენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, განათლებულებს, მშრომელებს და მედასავლეთეებს - რჩებიან თავად, კორუმპირებულები და სამშობლოს მგმობელნი!
ინტერპრესნიუსი

დღევანდელი სარჩელით არ კრძალავენ მხოლოდ 5 პარტიას. ეს არის მხოლოდ ფორმალური ჩარჩო იმისა, რაც რეალობაში ხდება. სინამდვილეში კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, ანუ ადამიანებს ინდივიდუალურად, კრძალავენ სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში, განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს. კრძალავენ ამათ, რჩებიან თავად, კორუმპირებულები, სამშობლოს მგმობელნი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას განაცხადა.

მან ამ სიტყვებით დაიწყო კონკრეტული შუამდგომლობის დაყენება, რაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალების მტკიცებულებად დაუშვებლად ცნობას ეხებოდა. გვარამიას თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა გახმობილ უნდა იქნეს, რადგან ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ხერხემალი.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ გვარამიას პოლიტიკური განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა, მოგვიანებით კი ის გააფრთხილა.

„სარჩელი ეხება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, მეორეც, ეს არის ჯერ სარჩელი, აქ არაფერ შუაში არ არის სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ. კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენი შეფასებები გააკეთეთ სხვაგან. ახლა დაასაბუთეთ სამართლებრივ დასაბუთებაზე მითითებით, თქვენ ვერ იქნებით განსაკუთრებული და განსხვავებული სხვებისგან და თქვენც იგივე მოგეთხოვებათ, რაც სხვებს“, - მიმართა ნადარაიამ.

მოსამართლის ამ შენიშვნას გვარამიამ რეპლიკით უპასუხა, რომ ეს არ არის საერთო სასამართლოები, სადაც მოსამართლეს ჩაქუჩის გამოყენებით შეუძლია პოლიტიკური განცხადებების გაჩერება.

„ეს არის ინკვიზიციური სასამართლო, რომელიც სამართლებრივ-პოლიტიკურია და როგორც სისხლის სამართლის პროცესში ჩაქუჩით შეგიძლიათ პოლიტიკური განცხადებების გაჩერება, ეს საკონსტიტუციო სასამართლოში არ ხდება“, - აღნიშნა გვარამიამ.

„მე არაფერს ჩაქუჩით არ ვაჩერებ, თუ პირდაპირი გაგებით გავიგებთ, საერთოდ არ გამომიყენებია და მერე მეორე, მე არაფერი მერევა ერთმანეთში და სასამართლოს ელაპარაკეთ, ძალიან გთხოვთ, კორექტულად. ანალოგიურად ძალიან კარგად ვარჩევ კორექტულობას და არაკორექტულობას ერთმანეთისგან და ანალოგიური არაკორექტულობის შემთხვევაში თქვენზეც გავრცელდება იგივე. გაფრთხილებული ხართ უკვე“, - განაცხადა მოსამართლემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციური"ჩაქუჩით პოლიტიკური განცხადებების შეჩერება არ შეგიძლიათ" - საკონსტიტუციოში სიტყვიერი დაპირისპირება იყო
  2. პირველი არხისამთავრობონიკა გვარამია – დღევანდელი სარჩელით კრძალავენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებსა და მებრძოლ პატრიოტებს, განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს
  3. ალიაოპოზიციური“არ განვმარტავ, მაგრამ თუ ვერ გაიგეთ, ეს თქვენი პრობლემაა” – რა “იგრძნო” მოსამართლემ?
  4. TV პირველიოპოზიციური"თქვენ ჩემი დირექტორი არ ხართ" - პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა კამათის ფონზე დაიწყო
  5. იმედინიუსისამთავრობომოსამართლე რევაზ ნადარაია ნიკა გვარამიას: აქ არ იქნება დაუსრულებელი, უსაგნო საუბარი - ჩამოაყალიბეთ მოთხოვნა, რა გნებავთ. მეუბნებით, ხალხი უნდა დავკითხოთ, მაგრამ არ ვიცი, ვინ არიანო
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რევაზ ნადარაია გვარამიას - ვეტინგზე თქვენი პოზიცია გასაგებია და კონკრეტული მოსამართლე გასაშვებია და ა.შ., ამაში ნუ შევდივართ - მოსამართლეების კორუმპირებულობაზე ინფორმაცია არ მაქვს, საკითხს აყენებთ პროვოკაციულად, სასამართლოს ეცით პატივი!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები