პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის გენერალურ პროკურორ ანა ვარდაპეტიანს შეხვდა, სადაც მხარეებმა სტრატეგიულ პარტნიორობასა და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა სომხეთსა და საქართველოს შორის სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობას და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, მათ შორის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით.
საუბარი შეეხო ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას და აღინიშნა, რომ რეგულარული დიალოგი ხელს უწყობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა
- პირველი არხიირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, ანა ვარდაპეტიანს შეხვდა
- ინტერპრესნიუსისაქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…