პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის გენერალურ პროკურორ ანა ვარდაპეტიანს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა
ინტერპრესნიუსი

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის ანა ვარდაპეტიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე კახაბერ მურადაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, სომხეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ეგიაზარ ავაგიანი, სომხეთის რესპუბლიკის გენ პროკურორის მრჩეველი ლუსინე მარტიროსიან და საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველი ჰრანტ ვოსკანიანი ესწრებოდნენ.

„საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძე მადლობა გადაუხადა სომხეთის გენერალურ პროკურორს საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ხელს უწყობს მართლმსაჯულების მიმართულებით ეფექტიან თანამშრომლობას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, ორ ქვეყანას შორის სისხლის სამართლის სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით მზაობა გამოთქვეს,“- ნათქვამია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, ანა ვარდაპეტიანს შეხვდა
  3. POSTVსამთავრობოპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივანს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები