პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს, მუჰსინ შენთურქს შეხვდა

საქართველოს მთავრობა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორ მუჰსინ შენთურქს შეხვდა, სადაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობა და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლა განიხილეს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს, მუჰსინ შენთურქს შეხვდა
POSTV

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს, მუჰსინ შენთურქს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამართლებრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურ დინამიკასა და უწყებათაშორისი კავშირების გაღრმავებას.

აღინიშნა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებისთვის.

შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს, მუჰსინ შენთურქს შეხვდა
  2. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს, მუჰსინ შენთურქს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს, მუჰსინ შენთურქს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები