გია აბაშიძე: “ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხდომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს. ფაქტი ერთია – როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, „ჩაგვრასთან ბრძოლის“ ილუზიები მყისიერად ქრება და მათ ადგილს სრული აღიარება და მონანიება იკავებს”
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვა, დანაშაული აღიარა, მოინანია და საკუთარი სიტყვები მუქარასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე უარყო.

„ჯერ იყო და „იმედის“ თანამშრომელსა და მმართველი პარტიის აქტიურ გულშემატკივარს, შაკო კუჭაშვილს აბრალებდა ე.წ. „გამიზნულ თავდასხმას“; შემდეგ – მისი დროებითი ადვოკატის (სანამ კლიენტთან ჰონორარზე ვერ მორიგდა და საქმეს არ ჩამოშორდა) ბოდვები პოლიციურ ძალადობაზე, ახლა კი – თამაზ ელიზბარაშვილის უკან დახევა და აღიარება”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
“პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვა.
მან დანაშაული აღიარა, მოინანია და თავისივე სიტყვები უარყო — თურმე, არც არავინ დამუქრებია და არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია.
ასეთი ტოქსიკური აფერისტები, თავიანთი უპრინციპო გამოხდომებითა და მანიპულაციებით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ებრძვიან. სიცრუესა და ცილისწამებაზე აგებული „გმირობა”, ადრე თუ გვიან, ყოველთვის ასე სამარცხვინოდ სრულდება.
ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხდომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს. ფაქტი ერთია — როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, „ჩაგვრასთან ბრძოლის“ ილუზიები მყისიერად ქრება და მათ ადგილს სრული აღიარება და მონანიება იკავებს”, – წერს აბაშიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.