პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია აბაშიძე: ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხტომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს. ფაქტი ერთია - როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, "ჩაგვრასთან ბრძოლის" ილუზიები მყისიერად ქრება და მათ ადგილს სრული აღიარება და მონანიება იკავებს

საქართველოს პროკურატურატელეიმედი

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, თამაზ ელიზბარაშვილმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება ითხოვა, დანაშაული აღიარა და უარყო საკუთარი სიტყვები, თითქოს მას ვინმე დაემუქრა ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გია აბაშიძე: ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხტომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს. ფაქტი ერთია - როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, "ჩაგვრასთან ბრძოლის" ილუზიები მყისიერად ქრება და მათ ადგილს სრული აღიარება და მონანიება იკავებს
რუსთავი 2

პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვა. მან დანაშაული აღიარა, მოინანია და თავისივე სიტყვები უარყო - თურმე არც არავინ დამუქრებია და არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის შეფასებით, ასეთი ტოქსიკური აფერისტები, თავიანთი უპრინციპო გამოხტომებითა და მანიპულაციებით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ებრძვიან. მისივე თქმით, სიცრუესა და ცილისწამებაზე აგებული „გმირობა" ადრე თუ გვიან ყოველთვის ასე სამარცხვინოდ სრულდება.

"ჯერ იყო და "იმედის" თანამშრომელს და მმართველი პარტიის აქტიურ გულშემატკივარს, შაკო კუჭაშვილს აბრალებდა ე.წ. "გამიზნულ თავდასხმას"; შემდეგ მისი დროებითი ადვოკატის (სანამ კლიენტთან ჰონორარზე ვერ მორიგდა და საქმეს არ ჩამოშორდა) ბოდვები პოლიციურ ძალადობაზე, ახლა კი - თამაზ ელიზბარაშვილის უკანდახევა და აღიარება.

პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვა. მან დანაშაული აღიარა, მოინანია და თავისივე სიტყვები უარყო - თურმე არც არავინ დამუქრებია და არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია.

ასეთი ტოქსიკური აფერისტები, თავიანთი უპრინციპო გამოხტომებითა და მანიპულაციებით, პირველ რიგში საკუთარ თავს ებრძვიან. სიცრუესა და ცილისწამებაზე აგებული „გმირობა" ადრე თუ გვიან ყოველთვის ასე სამარცხვინოდ სრულდება.

ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხტომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს.

ფაქტი ერთია - როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, "ჩაგვრასთან ბრძოლის" ილუზიები მყისიერად ქრება და მათ ადგილს სრული აღიარება და მონანიება იკავებს", - წერს აბაშიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოგია აბაშიძე: “ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხდომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს. ფაქტი ერთია – როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, „ჩაგვრასთან ბრძოლის“ ილუზიები მყისიერად ქრება და მათ ადგილს სრული აღიარება და მონანიება იკავებს”
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურა: თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს - მან პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები