პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ჩიხელიძე: „თამაზ ელიზბარაშვილი არის ყოვლად უღირსი ადამიანი, რომელმაც ადამიანებს ათასი სიბინძურე დააბრალა, პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა, ახლა კი უკან დაიხია და საკუთარი ბრალეულობა აღიარა“

ექსპერტ დავით ჩიხელიძის განცხადებით, თამაზ ელიზბარაშვილმა დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება მოითხოვა, რასაც ციხის რეალური საფრთხის დანახვას უკავშირებს.

დავით ჩიხელიძე: „თამაზ ელიზბარაშვილი არის ყოვლად უღირსი ადამიანი, რომელმაც ადამიანებს ათასი სიბინძურე დააბრალა, პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა, ახლა კი უკან დაიხია და საკუთარი ბრალეულობა აღიარა“
POSTV

„თამაზ ელიზბარაშვილმა დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა“, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

„თამაზ ელიზბარაშვილი არის ყოვლად უღირსი ადამიანი, რომელმაც ადამიანებს ათასი სიბინძურე დააბრალა, პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა, ახლა კი უკან დაიხია და საკუთარი ბრალეულობა აღიარა. სანამ ადამიანი სხვისკენ თითს გაიშვერს, მანამდე საკუთარ დანაშაულზე უნდა დაფიქრდეს და გაიაზროს, თავად რამდენად მართალია.

ზოგადად, ელიზბარაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა პროვოკაციული ქმედებებით, რაც მისი ასაკისთვის და, ზოგადად, ადამიანისთვის ნამდვილად შეუფერებელია.

როგორც ჩანს, როდესაც რეალური საფრთხე – ციხეში ყოფნის პერსპექტივა დაინახა, მიხვდა, რომ პროვოკაციები ვეღარ უშველიდა და ამიტომ გადაწყვიტა დანაშაულის აღიარება და საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა.

ერთი მხრივ, ეს კარგია, რადგან საზოგადოებამ ნათლად უნდა დაინახოს იმ ბიჭების უდანაშაულობა, რომლებსაც ელიზბარაშვილი ცილს სწამებდა და სხვადასხვა ბრალდებას უყენებდა.

კიდევ ერთხელ გაიმარჯვა სიმართლემ და ელიზბარაშვილის მიერ ნასროლი ტალახი ფუჭი აღმოჩნდა“, – წერს ჩიხელიძე.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გია აბაშიძე: ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხტომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს. ფაქტი ერთია - როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, "ჩაგვრასთან ბრძოლის" ილუზიები მყისიერად ქრება და მათ ადგილს სრული აღიარება და მონანიება იკავებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები