ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი კახიანი: “ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დააყენა ოპოზიციამ, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე კონკრეტულ შედეგზე გასვლა”

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

გიორგი კახიანის მტკიცებით, ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობები სამართლებრივად გაუმართლებელია და პროცესის დროში გაწელვას ემსახურება. სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მმართველი გუნდის სარჩელის განხილვა გრძელდება.

გიორგი კახიანი: “ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დააყენა ოპოზიციამ, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე კონკრეტულ შედეგზე გასვლა”
გიორგი კახიანი: “ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დააყენა ოპოზიციამ, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე კონკრეტულ შედეგზე გასვლა”POSTV

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ დღეს პარტიებს შუამდგომლობების დაყენების შესაძლებლობა მიეცემათ.

„მტკიცებულებების [სარჩელიდან] ამოღების შესახებ შუამდგომლობაზე უკვე მიიღო გუშინ გადაწყვეტილება სასამართლომ და უარი ითქვა.

ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი დაიწყო. თავიდან, პროცესი ეხებოდა აცილების საკითხებს და ახლა ვართ შუამდგომლობების ეტაპზე. ანუ მხარეები – ამ შემთხვევაში მოპასუხეები – აყენებენ მთელ რიგ შუამდგომლობებს.

ჩვენ ვნახეთ, რომ ასეთი შუამდგომლობები ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ახლების“ პარტიას და დღეს უკვე სხვა პარტიებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, რომ შუამდგომლობები დააყენონ.

ახლა, რეალურად, მე როდესაც ვაფასებ ამ შუამდგომლობებს, ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე წარადგინეს, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. გარკვეულწილად, ისეთი შთაბეჭდილებაც რჩება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა”, – აცხადებს გიორგი კახიანი.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ მმართველი გუნდის სარჩელის განხილვა დღეს განახლდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი კახიანი: მათი მხრიდან [ოპოზიციის] საგამოძიებო კომისიის შექმნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის იმ რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვხედავდით 2024 წლის არჩევნების შემდგომ. ისინი ცდილობდნენ კონსტიტუციური ორგანოების საქმიანობის პარალიზებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები