პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი კახიანი – კონსტიტუციურ პროცესზე რაიმე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია, საჯაროობაც არის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტებიგახარია საქართველოსთვის

გიორგი კახიანის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის კონსტიტუციურ პროცესზე კრიტიკა არასწორია და საჯაროობა მიუკერძოებლობის გარანტიაა. საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით განიხილავს.

გიორგი კახიანი – კონსტიტუციურ პროცესზე რაიმე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია, საჯაროობაც არის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი
პირველი არხი

კონსტიტუციურ პროცესზე რაიმე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია. საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი საჯაროა, საზოგადოება ხედავს, როგორ მიმდინარეობს საქმის განხილვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომლის თანახმადაც, „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, უკან გაიხმოს სარჩელი“.

კახიანის თქმით, საჯაროობაც არის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი.

„ეს არის ჩვეულებრივი კონსტიტუციური პროცესი. საქართველოსთვის ასეთი განხილვა არ ყოფილა, პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის საკითხზე როცა ვსაუბრობთ, თუმცა არაერთ ქვეყანაში არსებობს ასეთი პრაქტიკა. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები. კონსტიტუციურ პროცესზე რაიმე კრიტიკული განცხადებების გაკეთება, ბუნებრივია, არასწორია. პროცესი საჯაროა, საზოგადოება ხედავს, როგორ მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა. შესაბამისად, საჯაროობაც არის იმის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი. ამიტომ, იმაზე, რასაც ითვალისწინებს კონსტიტუცია, რაც კონსტიტუციით არის დადგენილი, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ უნდა გაჩნდეს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა დღეს, 12:00 საათზე განახლდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოგიორგი კახიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე: რაც კონსტიტუციური პროცესია, ამაზე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია - არაერთ ქვეყანაში არსებობს ასეთი პრაქტიკა, არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები
  2. POSTVსამთავრობოგიორგი კახიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადების შესახებ: “რაც კონსტიტუციური პროცესია, ამაზე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია. არაერთ ქვეყანაში არსებობს ასეთი პრაქტიკა, არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები”
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა" - გიორგი კახიანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები