გიორგი კახიანი: სარჩელი იმდენად ძლიერია მტკიცებულებებით და იმდენად გამართულია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ ოპოზიციას საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი იმდენად მყარია, რომ ოპოზიციას საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნება. მისი თქმით, მოპასუხე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და მათგან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები ისმის.

თუ შევხედავთ იმას, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, ფაქტია, რომ ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, მათი მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები მოვისმინეთ. თქვენ იცით, რომ ასეთი შემთხვევაც იყო, როდესაც ერთ-ერთი მოპასუხე გააძევეს სხდომის დარბაზიდან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი ძლიერია მტკიცებულებებით და სამართლებრივი თვალსაზრისითაც გამართულია, შესაბამისად, ის ვარაუდობს, რომ ოპოზიციას ვერ ექნება მოყვანილი მტკიცებულებების გასაბათილებელი არგუმენტები.
"მე ვფიქრობ, რომ სარჩელი იმდენად ძლიერი არის მტკიცებულებებით და იმდენად გამართულია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ მათ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნებათ. აქამდე ჩვენ არ მოგვისმენია მათი პოზიცია. მათ იციან ჩვენს სარჩელში დასმული საკითხები და იციან, რას ვედავებით მათ. ბუნებრივია, ახსნა-განმარტებების ეტაპზე კიდევ მოხდება ამის დაზუსტება, თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ არ ვიცით მათი პოზიცია. მათ შეეძლოთ შესაგებელი წარმოედგინათ, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ. ყოველ შემთხვევაში, რა მტკიცებულებები აქვთ მათ სარჩელის საწინააღმდეგოდ, ჩვენ ამის შესახებ ჯერჯერობით არ ვართ ინფორმირებული. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მტკიცებულებები, ალბათ, ვერ ექნებათ, იმდენად მყარად არის სარჩელში მოყვანილი მათ საწინააღმდეგო მტკიცებულებები,"- აღნიშნა კახიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2"შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა" - გიორგი კახიანი
- პირველი არხიგიორგი კახიანი – ოპოზიციური პარტიებისგან ჯერ მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები მოვისმინეთ, სარჩელი იმდენად ძლიერია მტკიცებულებებით, რომ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნებათ
- იმედინიუსიგიორგი კახიანი: ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დააყენა ოპოზიციამ, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე კონკრეტულ შედეგზე გასვლა
- რუსთავი 2გიორგი კახიანი: შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დააყენა ოპოზიციამ, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო
- POSTVგიორგი კახიანი: “ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დააყენა ოპოზიციამ, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე კონკრეტულ შედეგზე გასვლა”
- ინტერპრესნიუსიგიორგი კახიანი - შუამდგომლობები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში აქამდე დააყენა ოპოზიციამ, სამართლებრივად გაუმართლებელი იყო - შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ შუამდგომლობებს პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს
ციტატები სტატიიდან
„მე ვფიქრობ, რომ სარჩელი იმდენად ძლიერი არის მტკიცებულებებით და იმდენად გამართულია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ მათ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნებათ. აქამდე ჩვენ არ მოგვისმენია მათი პოზიცია. მათ იციან ჩვენს სარჩელში დასმული საკითხები და იციან, რას ვედავებით მათ. ბუნებრივია, ახსნა-განმარტებების ეტაპზე კიდევ მოხდება ამის დაზუსტება, თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ არ ვიცით მათი პოზიცია. მათ შეეძლოთ შესაგებელი წარმოედგინათ, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ. ყოველ შემთხვევაში, რა მტკიცებულებები აქვთ მათ სარჩელის საწინააღმდეგოდ, ჩვენ ამის შესახებ ჯერჯერობით არ ვართ ინფორმირებული. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მტკიცებულებები, ალბათ, ვერ ექნებათ, იმდენად მყარად არის სარჩელში მოყვანილი მათ საწინააღმდეგო მტკიცებულებები,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.