ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა" - გიორგი კახიანი

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობა

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი კახიანის მტკიცებით, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე მოპასუხეების შუამდგომლობები სამართლებრივად გაუმართლებელია და მათი მიზანი პროცესის დროში გაწელვაა.

"შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა" - გიორგი კახიანი
"შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა" - გიორგი კახიანირუსთავი 2

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის სარჩელის განხილვა გრძელდება.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, სარჩელის განხილვის ფარგლებში, მოპასუხე მხარეების მიერ დაყენებული შუამდგომლობები სამართლებრივად გაუმართლებელია. მისი თქმით, სასამართლომ მტკიცებულებების ამოღების შესახებ შუამდგომლობა უკვე განიხილა და არ დააკმაყოფილა.

კახიანის შეფასებით, პროცესის ამ ეტაპზე მოპასუხე მხარეები სხვადასხვა შუამდგომლობას აყენებენ, თუმცა მათი შინაარსი აჩენს შთაბეჭდილებას, რომ მიზანი კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევა კი არა, განხილვის დროში გაწელვაა.

გიორგი კახიანის განცხადებით, პროცესი საჯაროა და საზოგადოებას შეუძლია, თვალი ადევნოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვას.

"შუამდგომლობას, მტკიცებულებების ამოღების შესახებ, ამაზე უკვე მიიღო გუშინ გადაწყვეტილება სასამართლომ და უარი უთხრა. ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი დაიწყო და თავიდან პროცესი ეხებოდა აცილების საკითხებს და ახლა ვართ შუამდგომლობების ეტაპზე. ანუ, მხარეები, ამ შემთხვევაში მოპასუხეები აყენებენ მთელ რიგ შუამდგომლობებს, ჩვენ ვნახეთ, რომ ასეთი შუამდგომლობები ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას", "ახლების" პარტიას და შემდგომ დღეს უკვე სხვა პარტიებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, რომ შუამდგომლობები დააყენონ.

რეალურად, მე როდესაც ვაფასებ ამ შუამდგომლობებს, ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დაყენდა, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო.

გარკვეულწილად ისეთი შთაბეჭდილებაც ჩნდება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა.

თუ შევხედავთ იმას, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, ფაქტია, რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევისთვის, მათი მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები მოვისმინეთ და თქვენ იცით, რომ ასეთი შემთხვევაც იყო, როდესაც ერთ-ერთი მოპასუხე გააძევეს სხდომის დარბაზიდან. მე ვფიქრობ, რომ სარჩელი იმდენად ძლიერი არის მტკიცებულებებით და იმდენად გამართული არის სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ მათ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნებათ.

აქამდე ჩვენ არ მოგვისმენია მათი პოზიცია, მათ იციან ჩვენს სარჩელში დასმული საკითხები და იციან რას ვედავებით მათ. ბუნებრივია, ახსნა-განმარტებების ეტაპზე კიდევ მოხდება ამის დაზუსტება, თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ ვიცით მათი პოზიცია. ყოველ შემთხვევისთვის, რა მტკიცებულებები აქვთ მათ სარჩელის საწინააღმდეგოდ ჩვენი ამის შესახებ ჯერჯერობით არ ვართ ინფორმირებული, თუმცა მე შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მტკიცებულებები ალბათ ვერ ექნებათ იმდენად მყარად არის სარჩელში მოყვანილი მათ საწინააღმდეგო მტკიცებულებები.

ეს არის კონსტიტუციური პროცესი - საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ასეთი განხილვა არ ყოფილა პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის საკითხებზე როდესაც ვსაუბრობთ, თუმცა არაერთ ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა არსებობს, არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები.

ის, რაც კონსტიტუციური პროცესია, ამაზე რამე კრიტიკული განცხადებების გაკეთება ბუნებრივია არასწორია. პროცესი არის საჯარო, საზოგადოება ხედავს, როგორც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა, შესაბამისად, ეს საჯაროობაც არის იმის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი. ამიტომ ის, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს, ის, რაც კონსტიტუციით არის დადგენილი, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ უნდა გაჩნდეს", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შუამდგომლობას, მტკიცებულებების ამოღების შესახებ, ამაზე უკვე მიიღო გუშინ გადაწყვეტილება სასამართლომ და უარი უთხრა. ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი დაიწყო და თავიდან პროცესი ეხებოდა აცილების საკითხებს და ახლა ვართ შუამდგომლობების ეტაპზე. ანუ, მხარეები, ამ შემთხვევაში მოპასუხეები აყენებენ მთელ რიგ შუამდგომლობებს, ჩვენ ვნახეთ, რომ ასეთი შუამდგომლობები ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას", "ახლების" პარტიას და შემდგომ დღეს უკვე სხვა პარტიებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, რომ შუამდგომლობები დააყენონ. რეალურად, მე როდესაც ვაფასებ ამ შუამდგომლობებს, ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დაყენდა, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. გარკვეულწილად ისეთი შთაბეჭდილებაც ჩნდება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა. თუ შევხედავთ იმას, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, ფაქტია, რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევისთვის, მათი მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები მოვისმინეთ და თქვენ იცით, რომ ასეთი შემთხვევაც იყო, როდესაც ერთ-ერთი მოპასუხე გააძევეს სხდომის დარბაზიდან. მე ვფიქრობ, რომ სარჩელი იმდენად ძლიერი არის მტკიცებულებებით და იმდენად გამართული არის სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ მათ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნებათ. აქამდე ჩვენ არ მოგვისმენია მათი პოზიცია, მათ იციან ჩვენს სარჩელში დასმული საკითხები და იციან რას ვედავებით მათ. ბუნებრივია, ახსნა-განმარტებების ეტაპზე კიდევ მოხდება ამის დაზუსტება, თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ ვიცით მათი პოზიცია. ყოველ შემთხვევისთვის, რა მტკიცებულებები აქვთ მათ სარჩელის საწინააღმდეგოდ ჩვენი ამის შესახებ ჯერჯერობით არ ვართ ინფორმირებული, თუმცა მე შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მტკიცებულებები ალბათ ვერ ექნებათ იმდენად მყარად არის სარჩელში მოყვანილი მათ საწინააღმდეგო მტკიცებულებები. ეს არის კონსტიტუციური პროცესი - საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ასეთი განხილვა არ ყოფილა პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის საკითხებზე როდესაც ვსაუბრობთ, თუმცა არაერთ ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა არსებობს, არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები. ის, რაც კონსტიტუციური პროცესია, ამაზე რამე კრიტიკული განცხადებების გაკეთება ბუნებრივია არასწორია. პროცესი არის საჯარო, საზოგადოება ხედავს, როგორც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა, შესაბამისად, ეს საჯაროობაც არის იმის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი. ამიტომ ის, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს, ის, რაც კონსტიტუციით არის დადგენილი, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ უნდა გაჩნდეს“
გიორგი კახიანი
„პარტიას და შემდგომ დღეს უკვე სხვა პარტიებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, რომ შუამდგომლობები დააყენონ. რეალურად, მე როდესაც ვაფასებ ამ შუამდგომლობებს, ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დაყენდა, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. გარკვეულწილად ისეთი შთაბეჭდილებაც ჩნდება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა. თუ შევხედავთ იმას, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, ფაქტია, რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევისთვის, მათი მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები მოვისმინეთ და თქვენ იცით, რომ ასეთი შემთხვევაც იყო, როდესაც ერთ-ერთი მოპასუხე გააძევეს სხდომის დარბაზიდან. მე ვფიქრობ, რომ სარჩელი იმდენად ძლიერი არის მტკიცებულებებით და იმდენად გამართული არის სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ მათ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნებათ. აქამდე ჩვენ არ მოგვისმენია მათი პოზიცია, მათ იციან ჩვენს სარჩელში დასმული საკითხები და იციან რას ვედავებით მათ. ბუნებრივია, ახსნა-განმარტებების ეტაპზე კიდევ მოხდება ამის დაზუსტება, თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ ვიცით მათი პოზიცია. ყოველ შემთხვევისთვის, რა მტკიცებულებები აქვთ მათ სარჩელის საწინააღმდეგოდ ჩვენი ამის შესახებ ჯერჯერობით არ ვართ ინფორმირებული, თუმცა მე შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მტკიცებულებები ალბათ ვერ ექნებათ იმდენად მყარად არის სარჩელში მოყვანილი მათ საწინააღმდეგო მტკიცებულებები. ეს არის კონსტიტუციური პროცესი - საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ასეთი განხილვა არ ყოფილა პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის საკითხებზე როდესაც ვსაუბრობთ, თუმცა არაერთ ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა არსებობს, არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები. ის, რაც კონსტიტუციური პროცესია, ამაზე რამე კრიტიკული განცხადებების გაკეთება ბუნებრივია არასწორია. პროცესი არის საჯარო, საზოგადოება ხედავს, როგორც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა, შესაბამისად, ეს საჯაროობაც არის იმის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი. ამიტომ ის, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს, ის, რაც კონსტიტუციით არის დადგენილი, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ უნდა გაჩნდეს“
გიორგი კახიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი კახიანი: მათი მხრიდან [ოპოზიციის] საგამოძიებო კომისიის შექმნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის იმ რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვხედავდით 2024 წლის არჩევნების შემდგომ. ისინი ცდილობდნენ კონსტიტუციური ორგანოების საქმიანობის პარალიზებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები