გიორგი კახიანი - საუბრობდნენ, თითქოს, სარჩელში რაღაც არის გაუგებარი, გამოჩნდა, რომ ძალიან კარგადაც გაუგიათ ყველაფერი, იმიტომ, რომ ცდილობენ, სარჩელში მოყვანილ ჩვენს არგუმენტებს, პუნქტობრივად, თავიანთი პასუხები გასცენ - პოზიციების წარმოჩენაშიც კი შეთანხმებულები არიან
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელ გიორგი კახიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის გამოსვლებმა აჩვენა, რომ მათ სარჩელი კარგად გაიგეს და პოზიციების წარმოჩენაშიც კი ერთმანეთთან შეთანხმებულად მოქმედებენ.

საუბრობდნენ [ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები], რომ, თითქოს, სარჩელში რაღაც არის გაუგებარი, გამოჩნდა, რომ ძალიან კარგადაც გაუგიათ ყველაფერი, რა წერია სარჩელში. იმიტომ, რომ ცდილობენ, სარჩელში მოყვანილ ჩვენს არგუმენტებს, პუნქტობრივად, თავიანთი პასუხები გასცენ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გიორგი კახიანმა, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იკვეთება, რომ პოზიციების წარმოჩენაშიც კი ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან შეთანხმებულები არიან.
„ადრე საუბრობდნენ, რომ, თითქოს, სარჩელში რაღაც არის გაუგებარი, გამოჩნდა, რომ ძალიან კარგადაც გაუგიათ ყველაფერი რა წერია სარჩელში. იმიტომ, რომ ცდილობენ, სარჩელში მოყვანილ ჩვენს არგუმენტებს, პუნქტობრივად, თავიანთი პასუხები გასცენ. ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ეს გამოჩნდა. არც არანაირი პრობლემა არ არის სარჩელში, რომ, თითქოს, რაღაც ვერ გაიგეს, რა წერია.
უკვე მესამე დღეა, რაც ვისმენთ მათ ახსნა-განმარტებებს. ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა პოზიციები მოვისმინეთ, ახლა ვისმენთ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების პოზიციებს. კიდევ ერთხელ იკვეთება ასეთი რამ, რომ ამ პოზიციების წარმოჩენაშიც კი ისინი არიან ერთმანეთთან შეთანხმებულები. როდესაც ჩვენ მათ ერთიან ძალას ვუწოდებთ, შემთხვევითი არაა“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.
ციტატები სტატიიდან
„ადრე საუბრობდნენ, რომ, თითქოს, სარჩელში რაღაც არის გაუგებარი, გამოჩნდა, რომ ძალიან კარგადაც გაუგიათ ყველაფერი რა წერია სარჩელში. იმიტომ, რომ ცდილობენ, სარჩელში მოყვანილ ჩვენს არგუმენტებს, პუნქტობრივად, თავიანთი პასუხები გასცენ. ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ეს გამოჩნდა. არც არანაირი პრობლემა არ არის სარჩელში, რომ, თითქოს, რაღაც ვერ გაიგეს, რა წერია. უკვე მესამე დღეა, რაც ვისმენთ მათ ახსნა-განმარტებებს. ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა პოზიციები მოვისმინეთ, ახლა ვისმენთ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების პოზიციებს. კიდევ ერთხელ იკვეთება ასეთი რამ, რომ ამ პოზიციების წარმოჩენაშიც კი ისინი არიან ერთმანეთთან შეთანხმებულები. როდესაც ჩვენ მათ ერთიან ძალას ვუწოდებთ, შემთხვევითი არაა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…