თორნიკე რაზმაძე: დიახ, სპეციალურად ვამბობ, რომ ეს მორალური უფსკრული მათ გამოაჩინეს და არა შექმნეს
რაც არ უნდა მოხდეს, იმის იმედს ვიტოვებ, რომ ქართველების მომავალი თაობები მაინც გამოიტანენ სწორ დასკვნებს, როცა დღევანდელ საქართველოს ისტორიული პერსპექტივიდან გადმოხედავენ. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი საქართველო მომავალ თაობებს ჭკუის სასწავლებელ მაგალითად მაინც გამოადგებათ
სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძე:
ქართული ოცნება ხვალვეც რომ წავიდეს ხელისუფლებიდან, მე არ ვიცი რა ეშველება იმ უზარმაზარ მორალურ უფსკრულს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში მათთმმა მმართველობამ გამოაჩინა. დიახ, სპეციალურად ვამბობ, რომ ეს მორალური უფსკრული მათ გამოაჩინეს და არა შექმნეს.
შეიძლება არასწორიც იყო, რომ ჩვენ უსამართლობასთან შეუგუებელი ქართველების მაგალითებზე გაგვზარდეს, რადგან გაზრდილებს გარშემო სხვა რეალობა დაგვხვდა.
რაც არ უნდა მოხდეს, იმის იმედს ვიტოვებ, რომ ქართველების მომავალი თაობები მაინც გამოიტანენ სწორ დასკვნებს, როცა დღევანდელ საქართველოს ისტორიული პერსპექტივიდან გადმოხედავენ. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი საქართველო მომავალ თაობებს ჭკუის სასწავლებელ მაგალითად მაინც გამოადგებათ: რა მოაქვს და სადამდე მივყავართ დუმილს და უსამართლობასთან შემგუებლობას.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.