პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

77 წლის მხედარი გულიანა სანოძე - ხონის თეატრის მოქმედი მსახიობი, რომელიც საოჯახო მეურნეობას უვლის, სტუმრებს მასპინძლობს და საყვარელ პროფესიასაც არ ღალატობს

ხონის თეატრის 77 წლის მსახიობი გულიადა სანოძე სცენაზე 60-წლიან მოღვაწეობასთან ერთად გორდში საოჯახო მეურნეობას უვლის, ცხენით გადაადგილდება და ბავშვებს სამსახიობო ოსტატობას ასწავლის.

77 წლის ცხენზე ამხედრებულ გულიადა სანოძეს ცხოვრების სადავეები კვლავ მტკიცედ უჭირავს. ასაკს მისი ცხოვრების ჩვეული რიტმი არ შეუცვლია - დღემდე ცხენი მისი ყოველდღიური თანამგზავრია.

მისი დღე დილაადრიან იწყება, საქმე არასდროს ელევა - გორდში, მამაპაპისეულ სახლს გულიადა სანოძემ ძველი სიცოცხლე დაუბრუნა. წარსულის მოგონებებით სავსე კერა კვლავ მასპინძლობს სტუმრებს, სახლის დიასახლისი კი ერთგულად აგრძელებს სტუმართმოყვარეობის ტრადიციებს.

მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული ის ადგილია, სადაც 60 წელია უცვლელად დგას. იყო დრო, როცა სცენამდე მისასვლელად 20 კილომეტრს ფეხით გადიოდა.

წლები გავიდა, მაგრამ გზის ბოლოს ისევ საყვარელი სცენა ელოდება - ხონის თეატრის მოქმედი არტისტი სამსახიობო ოსტატობას და სცენის სიყვარულს ახლა უკვე პატარებს უზიარებს.

სცენაზე არაერთი როლი უთამაშია, თუმცა ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი როლები თავად ცხოვრებამ არგუნა.

მისთვის ცხოვრება სცენას ჰგავს, სადაც წლები ერთმანეთს მისდევს, როლები იცვლება, მაგრამ მთავარი - სიცოცხლის სიყვარული - უცვლელი რჩება.

ავტორი: ანა გიუნტერი

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პატრიარქი - ნათლობის საიდუმლოება არის სულიერი დაბადება, ახალი ცხოვრების დასაწყისი - იმისთვის, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს დიდი ეს მადლი, უნდა იცხოვროს ისე, როგორც უფალი მიგვითითებსწაიკითხე

უახლესი ამბები