პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამთა მეგრელიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი სრულად თავსებადია საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან და საბოლოო სიტყვას კანონი იტყვის - ნებისმიერი შედეგი გარდამტეხი მოვლენა იქნება ქვეყნის პოლიტიკურ-სამართლებრივი ცხოვრებისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი სრულად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან და მისი ნებისმიერი შედეგი ქვეყნის პოლიტიკურ-სამართლებრივი ცხოვრებისთვის გარდამტეხი იქნება.

თამთა მეგრელიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი სრულად თავსებადია საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან და საბოლოო სიტყვას კანონი იტყვის - ნებისმიერი შედეგი გარდამტეხი მოვლენა იქნება ქვეყნის პოლიტიკურ-სამართლებრივი ცხოვრებისთვის
იმედინიუსი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს აქვს მკაფიო სამართლებრივი დანიშნულება - დაიცვას სახელმწიფო სუვერენიტეტი და უსაფრთხოება, როგორც კონსტიტუციური წესრიგის უმთავრესი პრინციპი და გაავლოს ზღვარი ლეგიტიმურ პოლიტიკურ საქმიანობასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს შორის,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი თავსებადია საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან, საბოლოო სიტყვას კი კანონი იტყვის.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს აქვს მკაფიო სამართლებრივი დანიშნულება - დაიცვას სახელმწიფო სუვერენიტეტი და უსაფრთხოება, როგორც კონსტიტუციური წესრიგის უმთავრესი პრინციპი და გაავლოს ზღვარი ლეგიტიმურ პოლიტიკურ საქმიანობასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს შორის.

კონსტიტუციის მიხედვით, დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და

თუ პარტიის ქმედებები კანონის ჩარჩოებს სცდება, სახელმწიფოს აქვს სამართლებრივი უფლებამოსილება, აამოქმედოს თავდაცვის მექანიზმები, რაც არამხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, არამედ მრავალი ევროპული ქვეყნის პრაქტიკითაა გათვალისწინებული.

დაწყებული პროცესი სრულად თავსებადია საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან და საბოლოო სიტყვას კანონი იტყვის.

კანონის აღსრულების მექანიზმის მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად წარმოჩენა აჩენს განცდას, რომ ოპოზიციური სპექტრი, პროცესის საბოლოო სამართლებრივ დასრულებამდე, თავადვე აცნობიერებს საკუთარი პოზიციების სისუსტეს.

ჩვენ მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური პრეცედენტის მომსწრენი ვართ.

ნებისმიერი შედეგი - სარჩელის დაკმაყოფილებაც და მისი უარყოფაც - გარდამტეხი მოვლენა იქნება ქვეყნის პოლიტიკურ-სამართლებრივი ცხოვრებისთვის,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოთამთა მეგრელიშვილი: „საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი სრულად თავსებადია საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან და საბოლოო სიტყვას კანონი იტყვის – ნებისმიერი შედეგი გარდამტეხი მოვლენა იქნება ქვეყნის პოლიტიკურ-სამართლებრივი ცხოვრებისთვის“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები