არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის მზად, რომ სხდომებზე სამართლებრივად იმსჯელონ და სხვადასხვა შუამდგომლობით პროცესის გაჭიანურებას ცდილობენ
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივად მსჯელობისთვის მზად არ არიან და უსაფუძვლო შუამდგომლობებით პროცესის გაჭიანურებას ცდილობენ. საქმე 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ეხება.
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა ორშაბათიდან განახლდება. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავა და სხდომები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ბათუმში გამართული სამდღიანი პროცესი, დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მხარეებმა შეაფასეს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, სარჩელის ერთ-ერთი ავტორის, არჩილ გორდულაძის თქმით, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის მზად, რომ სხდომებზე სამართლებრივად იმსჯელონ და სხვადასხვა შუამდგომლობით პროცესის გაჭიანურებას ცდილობენ.
"მოპასუხე მხარეები, არც ერთი პარტია არ არის მზად, რომ სამართლებრივად იმსჯელოს რომელიმე საკითხთან დაკავშირებით. მათი მიზანი აქამდეც იყო, ამ სამი დღის განმავლობაში და მომავალშიც სავარაუდოდ გაგრძელდება, რომ როგორმე პოლიტიზება მოახდინოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი პროცესის. გიორგი გახარიას პარტიას პრობლემა აქვს თვითონ გიორგი გახარიას სახელთან და გვართან. ამ ადამიანის ნამოქმედარი როგორ შეიძლება მიემართებოდეს ჩვენსავე პარტიასო და სახელში უწერიათ საერთოდ გიორგი გახარია და მისი ქმედება ჩვენს პარტიას როგორ მიემართებაო. აი ამის ახსნას ცდილობდა დღეს ბატონი ბერდია. მეორე მხრივ, მას აქვს შუამდგომლობა, რომ წარმოადგინოს ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ჩვენს არჩევნებს ამყარებს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, პირიქით. მათი მიზანი არის, რომ დააგროვონ, რაც შეიძლება მეტი უსაფუძვლო, სამართლებრივად გაუმართავი შუამდგომლობა, რომელზეც იძულებული იქნება სასამართლო, რომ უარი უთხრას დაკმაყოფილებაზე და ერთმანეთს შეეკითხონ მერე, ვინ უფრო მეტი შუამდგომლობა დააყენა ისეთი, რომელიც არ დაკმაყოფილდა. რაოდენობრივად აგროვებენ შუამდგომლობებს, რასაც სავარაუდოდ სარჩელი თუ დაკმაყოფილდა მთლიანად ან ნაწილობრივ, ერთ ან მეორე შემთხვევაშიც ისინი წავლენ სტრასბურგის სასამართლოში და ამას არგუმენტად შეეცდებიან გამოიყენონ. აი ამ მასკარადის შექმნის მცდელობაში ვართ და საზოგადოებაც უყურებს ამ ყველაფერს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას ითხოვს. მიზეზად მათი მხრიდან წლების განმავლობაში კონსტიტუციური წყობილებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, შუღლის გაღვივება, უცხოური ძალების დირექტივებით მოქმედება და ადამიანის უფლებების დარღვევა სახელდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიარჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, როგორც ტერიტორიასთან დაკავშირებული, მათ მიერ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯები
- რუსთავი 2არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა
- POSTVარჩილ გორდულაძე ოპოზიციის შესახებ: “მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, როგორც ტერიტორიასთან დაკავშირებული, მათ მიერ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯები”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…