პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ისინი კომისიას ან კომისიის დასკვნას კი არ ებრძვიან, ებრძვიან იმ ფაქტებს, რომლებიც კომისიის დასკვნაშია მოცემული - არჩილ გორდულაძე 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტებიგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს პრობლემა საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მოყვანილ ფაქტებთან აქვთ, რომლებსაც ისინი ვერ გაექცევიან.

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე წუთში განახლდება. სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული, მანამდე კი მხარეები სარჩელზე 5 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. დარბაზში იყო კამათი და რეპლიკები.

სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს და ითხოვს "ნაციონალური მოძრაობის," "კოალიცია ცვლილებისთვის," "ლელოს," "ფედერალისტებისა" და "გახარია" საქართველოსთვის აკრძალვას. კონსტიტუციურ სარჩელს, ასევე, თან ერთვის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაც.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, აღნიშნულ პარტიებს პრობლემა კომისიის დასკვნასთან აქვთ და სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ გაექცევიან.

"რეალურად ხუთივე არაკონსტიტუციურ პარტიას პრობლემა თვითონ საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან კი არ აქვს, ან კომისიის დასკვნის შემადგენლობასთან, კომისიის დასკვნაში რა წერია, იმასთან აქვს პრობლემა. იმიტომ, რომ ამ ფაქტებს ის ვერ გაექცევა. ვერ გაექცევა, რომ ათიათასობით ადამიანს ქონებები აქვს ჩამორთმეული, ვერ გაექცევა საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ვერ გაექცევა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს და კანონიერ ძალაში შესულ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებებს. პრობლემა მათ ამაში აქვთ.

ისინი კომისიას კი არ ებრძვიან ან კომისიის დასკვნას კი არ ებრძვიან, რეალურად ებრძვიან იმ ფაქტებს, რომლებიც ამ კომისიის დასკვნაში არის მოცემული. რადგანაც ამ ფაქტებს ვერაფერს ვერ უპირისპირებენ, ამიტომაც ჰგონიათ, რომ შეუტევენ თითქოს მხოლოდ კომისიის დასკვნას და ეს არის ერთადერთი მტკიცებულება.

რეალურად ჩვენ მიერ წარმოდგენილ სარჩელში კომისიის დასკვნა, როგორც ასეთი, აღებული კი არ არის, არამედ წარმოდგენილია ის ათობით, ასობით და ათასობით მტკიცებულება, რომელიც თან ახლავს ასობით-გვერდიან კომისიის დასკვნას," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიარჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის შუამდგომლობებზე - მიზანი არა სამართლებრივი პროცესის ხელშეწყობა, არამედ პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობებია
  2. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს იმ მხრივ, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაცია უწევთ - მათ ძალიან კარგად იციან, რომ დიახაც, საგამოძიებო კომისიაც ლეგიტიმურია, პარლამენტიც ლეგიტიმურია და არჩევნებიც ლეგიტიმურია
  3. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე: „რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს იმ მხრივ, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაცია უწევთ – მათ ძალიან კარგად იციან, რომ დიახაც, საგამოძიებო კომისიაც ლეგიტიმურია, პარლამენტიც ლეგიტიმურია და არჩევნებიც ლეგიტიმურია“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე – ბევრი უნდა ილაპარაკონ და თავადვე აიკრძალავენ თავებს, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები