პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძე Euronews-ის მიერ ორგანიზებული ევროკავშირის გაფართოების სამიტის სპიკერებს შორისაა

ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძე Euronews-ის მიერ ორგანიზებული გაფართოების სამიტის სპიკერებშია, თუმცა „ევროსკოპის“ ცნობით, ევროკომისიის ოფიციალურ ფორუმზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მიწვეულები არ არიან.

კობახიძე Euronews-ის მიერ ორგანიზებული ევროკავშირის გაფართოების სამიტის სპიკერებს შორისაა
ალია

ირაკლი კობახიძე Euronews-ის მიერ ორგანიზებული „ევროკავშირის გაფართოების სამიტის“ (EU Enlargement Summit) სპიკერების სიაშია. ინფორმაციას „ევროსკოპი“ ავრცელებს.

სამიტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიება 3 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება და მასში მონაწილეობას პოლიტიკოსები, ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ. დისკუსია Euronews-ის აუდიტორიისთვის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

აღსანიშნავია, რომ Euronews-ის სამიტი ევროკომისიის მიერ ორგანიზებული გაფართოების ფორუმისგან განსხვავებული ღონისძიებაა. ევროკომისიის ფორუმი, სახელწოდებით „უფრო ფართო ევროპა – უფრო ძლიერი ევროპა“, ბრიუსელში 15-16 ნოემბერს გაიმართება.

„ევროსკოპმა“ რამდენიმე დღის წინ, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისიის ოფიციალურ ფორუმზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ მიუწვევიათ.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ევროკომისიის ოფიციალურმა პირმა მათ დაუდასტურა, რომ ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიური ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.

„ევროსკოპი“ ამჟამად ცდილობს გაარკვიოს, ვისი ინიციატივით მიიწვიეს ირაკლი კობახიძე Euronews-ის სამიტზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
  3. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში, "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
  4. BM.GEოპოზიციურიბრიუსელში Euronews გაფართოების სამიტი იმართება - მონაწილეთა შორის ირაკლი კობახიძეცაა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლონელი ევროდეპუტატი კშიშტოფ ბრეიზა „ევრონიუსის“ ორგანიზებულ სამიტზე ირაკლი კობახიძის მიწვევას მიუღებლად მიიჩნევსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები