პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბრიუსელში Euronews გაფართოების სამიტი იმართება - მონაწილეთა შორის ირაკლი კობახიძეცაა

ირაკლი კობახიძე ბრიუსელში Euronews-ის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, მაშინ როცა 15-16 ნოემბერს დაგეგმილ ევროკომისიის გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება მიწვეული არ არის.

ბრიუსელში Euronews გაფართოების სამიტი იმართება - მონაწილეთა შორის ირაკლი კობახიძეცაა
BM.GE

ირაკლი კობახიძე 3 ნოემბერს, ბრიუსელში, მონაწილეობას მიიღებს Euronews მიერ ორგანიზებულ გაფართოების სამიტში.

საქმე ის არის, რომ 15-16 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება უშუალოდ ევროკომისიის მიერ ორგანიზებული გაფართოების ფორუმიც, სადაც საქართველოს ხელისუფლება, გასული წლის მსგავსად, მიწვეული არ არის.

Euronews-ის სამიტში მონაწილეობენ პოლიტიკური ლიდერები, ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა. დებატები პირდაპირ ეთერში გადაიცემა Euronews-ის აუდიტორიისთვის.

ღონისძიებაზე განხილვის მთავარი თემა იქნება, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს გაფართოების შემდეგი ფაზა ევროკავშირისა და მისი პოტენციური წევრებისთვის. დისკუსია ფოკუსირებული იქნება კანდიდატი ქვეყნების პროგრესზე, ორივე მხარის მიერ საჭირო რეფორმებზე, ვალდებულებებსა და ინსტიტუციურ ცვლილებებზე, ასევე გაფართოების ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და შედეგებზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
  3. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში, "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
  4. ალიაოპოზიციურიკობახიძე Euronews-ის მიერ ორგანიზებული ევროკავშირის გაფართოების სამიტის სპიკერებს შორისაა
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Euroscope: EU-ს გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება არ მიუწვევიათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები