ოფიციალური თბილისი ბრიუსელისგან საჯარო დისკუსიას და დიალოგს ითხოვს - პრემიერის გზავნილები „ევრონიუსის“ სამიტიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსის“ სამიტზე პარტნიორებს სადავო საკითხებზე მსჯელობა შესთავაზა და განაცხადა, რომ 2024 წელს პოლიტიკური კომუნიკაცია ევროკომისიის ინიციატივით შეწყდა.

ოფიციალური თბილისი ევროკავშირთან კონსტრუქციული ურთიერთობის განახლების მზადყოფნას ადასტურებს. „ევრონიუსის“ ეგიდით გამართულ გაფართოების სამიტზე, ირაკლი კობახიძემ ევროპელ პარტნიორებს ყველა სადავო საკითხზე არგუმენტირებული მსჯელობა შესთავაზა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 2024 წელს პოლიტიკური კომუნიკაცია სწორედ ევროკომისიის ინიციატივით შეწყდა.
თბილისში შეფასებები მოჰყვა სამიტის ფარგლებში შემდგარ დისკუსიასაც. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ევროპული სტრუქტურები კვლავ ცალმხრივი მიდგომებით ხელმძღვანელობენ და ფაქტებზე დაფუძნებულ კომუნიკაციას გაურბიან. ქვეყნის ევროკავშირში გაწევრება კი, ეროვნული ინტერესების, ღირსებისა და სამართლის უზენაესობის დაცვას ეფუძნება.
ნინო არღვლიანის სიუჟეტი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…