ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი აწყობდა.

მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

მარიამ ლაშხმა პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისა და პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"განათლების რეფორმის პროცესში კიდევ უფრო იზრდება მასწავლებლის როლი. თითოეული გაკვეთილი არის შესაძლებლობა, ბავშვს ცოდნასთან ერთად ფიქრის, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისა და შესაძლებლობების გამოყენების გამოცდილება მივცეთ. ამას ემსახურება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიც, რომლებიც თავისუფალი, პასუხისმგებლიანი და მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. მასწავლებლის წვლილი საკლასო ოთახის ფარგლებს სცდება. როდესაც პედაგოგი ახალ საგანმანათლებლო რესურსს ქმნის, კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და აქტიურად ზრუნავს სკოლის განვითარებაზე, მისი შრომა მთლიანად განათლების სისტემის გაძლიერებას ემსახურება", – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

დაჯილდოებულ მასწავლებლებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„განათლების რეფორმის პროცესში კიდევ უფრო იზრდება მასწავლებლის როლი. თითოეული გაკვეთილი არის შესაძლებლობა, ბავშვს ცოდნასთან ერთად ფიქრის, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისა და შესაძლებლობების გამოყენების გამოცდილება მივცეთ. ამას ემსახურება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიც, რომლებიც თავისუფალი, პასუხისმგებლიანი და მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. მასწავლებლის წვლილი საკლასო ოთახის ფარგლებს სცდება. როდესაც პედაგოგი ახალ საგანმანათლებლო რესურსს ქმნის, კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და აქტიურად ზრუნავს სკოლის განვითარებაზე, მისი შრომა მთლიანად განათლების სისტემის გაძლიერებას ემსახურება“
მარიამ ლაშხმა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.