პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

21 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში 2400 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენია გადამუშავებული - მოსავალი 1300-მდე მევენახემ დააბინავა

რაჭაში 2400 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენია გადამუშავებული, მოსავალი კი 1300-მდე მევენახემ დააბინავა. რეგიონში წელს სულ 3000 ტონამდე ყურძნის მიღებას ელიან, მევენახეების საერთო შემოსავალი კი 19 მილიონ ლარამდე მიაღწევს.

21 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში 2400 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენია გადამუშავებული - მოსავალი 1300-მდე მევენახემ დააბინავა
რუსთავი 2

რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია. ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მუჯურეთულისა და ალექსანდროულის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. რეგიონში ამ დროისთვის 2400 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მოსავლის მიღების პროცესში ღვინის მწარმოებელი 35 კომპანია ჩაერთო. 1300-მდე მევენახემ მოსავალი უკვე დააბინავა.

რაჭაში მევენახეებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ყურძნის ჯიშობრივი სიზუსტის დაცვას, რომელსაც სპეციალისტები ამოწმებენ.

რაჭაში რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საკოორდინაციო შტაბისგან მიიღო. დავით სონღულაშვილი სოფელ ხვანჭკარაში მდებარე ღვინის საწარმოშიც იმყოფებოდა.

რაჭაში წელს 3000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. მევენახეების შემოსავალი წელს 19 მილიონ ლარამდე იქნება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობოდავით სონღულაშვილი: რაჭაში რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს
  2. რუსთავი 2სამთავრობოდავით სონღულაშვილი: რაჭაში რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს
  3. რუსთავი 2სამთავრობოდავით სონღულაშვილი ღვინის საწარმოში "ხვანჭკარა" ყურძნის დაბინავების პროცესს გაეცნო
  4. იმედინიუსისამთავრობოდავით სონღულაშვილი ღვინის საწარმოში „ხვანჭკარა“ ყურძნის დაბინავების პროცესს გაეცნო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
რთველი საქართველოში დასასრულს უახლოვდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები