რაჭაში რთველი დასრულდა, ლეჩხუმში კი დასასრულს უახლოვდება
რაჭაში რთველი დასრულდა, სადაც 3 617 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა და 1 500-მდე მევენახემ 27,6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ლეჩხუმში პროცესი დასასრულს უახლოვდება და ამ დროისთვის 1 518 ტონა ყურძენია მიღებული.

რაჭაში რთველი დასრულდა, ლეჩხუმში კი დასასრულს უახლოვდება. 3 ათას 617 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა რაჭაში 1, 500-მდე მევენახის შემოსავალმა კი 27 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა. რაც შეეხება ლეჩხუმს, ამ დროისთვის 1 518 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.
ცაგერში რთველის მიმდინარეობას სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე გაეცნო. მისი განცხადებით, მოსავლის მიღება ყველა მევენახის ყურძნის სრულად დაბინავებამდე გაგრძელდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…