ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი: რაჭაში რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

რაჭაში 2400 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენია გადამუშავებული, მევენახეთა შემოსავალმა კი 19 მილიონ ლარს მიაღწია. მინისტრ დავით სონღულაშვილის თქმით, ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს, პროცესის სტიმულირებას კი სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ემსახურება.

დავით სონღულაშვილი: რაჭაში რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს
დავით სონღულაშვილი: რაჭაში რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობსიმედინიუსი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულთან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში, პაპუნა მარგველიძესთან და საქართველოს პარლამენტში ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, ქალაქ ამბროლაურში, რთველის საკოორდინაციო შტაბში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.

21 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში 2400 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენია გადამუშავებული. მოსავალი 1300-მდე მევენახემ დააბინავა, მათმა შემოსავალმა კი 19 მილიონ ლარს მიაღწია. ყურძნის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩართული იყო ღვინის მწარმოებელი 35 კომპანია, მათ შორის სახელმწიფო საწარმო - შპს „მოსავლის მართვის კომპანია“.

„რაჭაში ყურძნის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. კლიმატური პირობების გამო, წელს რაჭაში, კახეთის მსგავსად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლა გვიან დაიწყო, თუმცა მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში არცერთ მევენახეს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შეექმნას და მათ მოწეული ყურძნის რეალიზაციით შესაბამისი შემოსავალი მიიღონ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა, რათა გაიზარდოს რეგიონში წარმოებული ყურძნის შესყიდვის ინტერესი და მევენახეებმა მოსავლის დროულად დაბინავება შეძლონ. სწორედ კერძო საწარმოების ჩართულობის წახალისებასა და რთველის ორგანიზებულად ჩატარებას ემსახურება სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და ყურძნის დაბინავების პროცესში კერძო სექტორის მონაწილეობის სტიმულირების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭაში სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ტარდება.

პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებს ღვინის მწარმოებელი ყველა კომპანია, რომელიც „ხვანჭკარის“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს შეიძენს, გადაამუშავებს და მევენახეს თითოეულ კილოგრამში არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდია თითოეულ კილოგრამ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე 4 ლარს შეადგენს.

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების - „ხვანჭკარისა“ და „რაჭის“ ჯიშობრივი სიზუსტისა და ხარისხის დაცვის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები ჩასაბარებელი ყურძნის მონიტორინგს ატარებენ. ამასთან, რეგიონის შესასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა სხვა მუნიციპალიტეტებიდან არ შეიტანონ ყურძენი და ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშებს არ შეურიონ.

რთველი 2026-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

რთველის საკოორდინაციო შტაბში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები იმყოფებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რაჭაში ყურძნის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. კლიმატური პირობების გამო, წელს რაჭაში, კახეთის მსგავსად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლა გვიან დაიწყო, თუმცა მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში არცერთ მევენახეს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შეექმნას და მათ მოწეული ყურძნის რეალიზაციით შესაბამისი შემოსავალი მიიღონ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა, რათა გაიზარდოს რეგიონში წარმოებული ყურძნის შესყიდვის ინტერესი და მევენახეებმა მოსავლის დროულად დაბინავება შეძლონ. სწორედ კერძო საწარმოების ჩართულობის წახალისებასა და რთველის ორგანიზებულად ჩატარებას ემსახურება სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა“
დავით სონღულაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 1800 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენია გადამუშავებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები