ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოში რთველი დასასრულს უახლოვდება

30 ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში 323,3 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რომლის უდიდესი ნაწილი – 314,5 ათასი ტონა კახეთზე მოდის, სადაც რთველი დასასრულს უახლოვდება.

საქართველოში რთველი დასასრულს უახლოვდება
საქართველოში რთველი დასასრულს უახლოვდებარუსთავი 2

30 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში გადამუშავებულია 323,3 ათას ტონამდე ყურძენი.

რთველი აქტიურ ფაზაშია ლეჩხუმის რეგიონში, სადაც გადამუშავდა 500 ტონამდე ყურძენი. ლეჩხუმში საპროგნოზო მოსავალი 1300 ტონამდეა. ლეჩხუმში მევენახეებისგან ყურძენს იბარებს როგორც კერძო სექტორი, ისე ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანია".

კახეთში, სადაც რთველი დასასრულს უახლოვდება 314,5 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო ყურძენი, დანარჩენი მაღალი და საშუალო ხარისხის მოსავალია.

კახეთში შპს "მოსავლის მართვის კომპანია" ფიზიკური პირებისგან ხარისხის მიხედვით დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს: საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი. რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.

რთველი დასრულდა რაჭაში, სადაც გადამუშავდა 3,6 ათას ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი. რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა.

სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა "ხვანჭკარას" მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ 8 ლარი გადაუხადა.

სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობორთველი საქართველოში დასასრულს უახლოვდება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
რთველი საქართველოში დასასრულს უახლოვდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები