ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი ღვინის საწარმოში „ხვანჭკარა“ ყურძნის დაბინავების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაქართველოს პარლამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი რაჭაში ღვინის საწარმო „ხვანჭკარაში“ რთველის მიმდინარეობას გაეცნო. რეგიონში მოქმედი სუბსიდირებით, სახელმწიფო ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე 1 კგ-ზე 4 ლარის სუბსიდიას გასცემს.

დავით სონღულაშვილი ღვინის საწარმოში „ხვანჭკარა“ ყურძნის დაბინავების პროცესს გაეცნო
დავით სონღულაშვილი ღვინის საწარმოში „ხვანჭკარა“ ყურძნის დაბინავების პროცესს გაეცნოიმედინიუსი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტში ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატ გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძესთან ერთად, სოფელ ხვანჭკარაში მდებარე ღვინის საწარმოს საქმიანობასა და ყურძნის დაბინავების პროცესს გაეცნო, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლისრთველისსეზონზე საწარმომ ადგილობრივი მევენახეებისგან 90 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი შეისყიდა. ღვინის საწარმო „ხვანჭკარა“ ყურძნის მიღებას კვლავ აგრძელებს.

„რაჭაში მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ხარისხიანი ყურძნის წარმოების ხელშეწყობა, ასევე მევენახეებისთვის მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობების უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ხელს უწყობს ღვინის მწარმოებელი კომპანიების დაინტერესებას, შეისყიდონ ადგილობრივი მევენახეების მიერ მოწეული ყურძენი. რაჭაში მოქმედი სუბსიდირების პროგრამა კერძო საწარმოებისთვის დამატებითი სტიმულია გადაამუშაონ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ღვინის საწარმოს „ხვანჭკარა“ დირექტორის, გიორგი ჭანტურიას განცხადებით, საწარმოსთვის ყურძნის ხარისხი პრიორიტეტულია. მისივე განმარტებით, სახელმწიფო სუბსიდირება კერძო კომპანიებს ყურძნის შესყიდვის შესაძლებლობასუზრდის და მევენახეებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებაში ეხმარება.

საწარმოს წლიური წარმადობა 350 ტონას შეადგენს. ყოველწლიურად აქ საშუალოდ 150 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში.

რთველისპროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირებისა და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რაჭაში სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებსყველა კომპანია, რომელიც „ხვანჭკარის“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს შეიძენს და გადაამუშავებს, ხოლო მევენახეს თითოეულ კილოგრამში არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდია თითოეულ კილოგრამ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე 4 ლარს შეადგენს. რაჭაში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 3 000 ტონას შეადგენს.

ღვინის საწარმოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრისმოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
რაჭაში გადამუშავებულია 682 ტონა ყურძენი | სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ-ზე 4 ლარიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები