არჩილ გორდულაძე – პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში დეტალურადაა მითითებული 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით და ამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა პარტიების აკრძალვის სარჩელიდან საგამოძიებო კომისიის დასკვნის ამოღებაზე. უმრავლესობის დეპუტატ არჩილ გორდულაძის განცხადებით, დასკვნაში 2004-2012 წლების არაერთ დანაშაულზეა მითითებული და ამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა.

2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით დეტალურად არის მითითებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა, ვერავინ იტყვის, თითქოს საგამოძიებო კომისიის სხდომებზე ვინმეს მისვლის და პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ ეძლეოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიას ასეულობით განცხადება მიეწოდა, თუმცა ყველას განხილვა ვერ მოხერხდა, იმდენად ბევრია დანაშაულებრივი ფაქტი.
„ექვსი თვეც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პარტიების არაკონსტიტუციური, არასამართლებრივი, არაკანონიერი ქმედებები შესაბამისად შეფასებულიყო. მტკიცებულების სახით წარმოდგენილი რამდენიმე ასეულგვერდიანი დასკვნა არის მცირე ნაწილი იმ არაკანონიერი ფაქტების, რომლებიც 2004-2012 წლებში ჩვენი ქვეყნის რეალობა იყო. ვერავინ იტყვის, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მითითებული ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. მაშინ შეიძლება ასევე წარმატებით ამტკიცონ, რომ არ არსებობენ გარდაცვლილი ადამიანები, არ არსებობს ჩამორთმეული ქონება, არ არსებობს სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება. ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ მითითებები საგამოძიებო კომისიის დასკვნებზე. საგამოძიებო კომისიის დასკვნა არ უნდა იყოს ამორიცხული წარმოდგენილი სარჩელისთვის თანდართული დოკუმენტებიდან ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე – ეს არის ფაქტების კომპილაცია ერთი მხრივ და მეორეც, შუამდგომლობის დაყენება დასკვნის დოკუმენტებიდან ამოღების შესახებ მიზნად ისახავს გაქცევას საქართველოს პარლამენტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაციის ცნობისგან. ფაქტი ერთია, დიახ, 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს უბრალოდ ვერავინ გაექცევა, რაც უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ხუთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე თანდართული დოკუმენტებიდან ამოღებული ყოფილიყო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი სხდომა დასრულებულია და სარჩელის განხილვა ხვალ, 12:00 საათზე განახლდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2არჩილ გორდულაძე: 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს უბრალოდ ვერავინ გაექცევა, რაც უნდა შუამდგომლობები დააყენონ
- იმედინიუსიარჩილ გორდულაძე: 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ
- POSTVარჩილ გორდულაძე: “2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ”
ციტატები სტატიიდან
„ექვსი თვეც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პარტიების არაკონსტიტუციური, არასამართლებრივი, არაკანონიერი ქმედებები შესაბამისად შეფასებულიყო. მტკიცებულების სახით წარმოდგენილი რამდენიმე ასეულგვერდიანი დასკვნა არის მცირე ნაწილი იმ არაკანონიერი ფაქტების, რომლებიც 2004-2012 წლებში ჩვენი ქვეყნის რეალობა იყო. ვერავინ იტყვის, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მითითებული ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. მაშინ შეიძლება ასევე წარმატებით ამტკიცონ, რომ არ არსებობენ გარდაცვლილი ადამიანები, არ არსებობს ჩამორთმეული ქონება, არ არსებობს სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება. ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ მითითებები საგამოძიებო კომისიის დასკვნებზე. საგამოძიებო კომისიის დასკვნა არ უნდა იყოს ამორიცხული წარმოდგენილი სარჩელისთვის თანდართული დოკუმენტებიდან ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე – ეს არის ფაქტების კომპილაცია ერთი მხრივ და მეორეც, შუამდგომლობის დაყენება დასკვნის დოკუმენტებიდან ამოღების შესახებ მიზნად ისახავს გაქცევას საქართველოს პარლამენტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაციის ცნობისგან. ფაქტი ერთია, დიახ, 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს უბრალოდ ვერავინ გაექცევა, რაც უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.