ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსში გამარჯვებულ 45 ახალგაზრდას შეხვდა. უწყების ცნობით, სამთვიანი პროგრამის შესარჩევ ეტაპზე 600-ზე მეტი განაცხადი იყო შესული.

მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდაPOSTV

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდებს შეხვდა.

მაკა ბოჭორიშვილმა სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი სფეროები გააცნო, ილაპარაკა დიპლომატის პროფესიის მნიშვნელობაზე, ასევე საჯარო სამსახურში ახალგაზრდების ჩართულობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე. მინისტრმა ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი შეიტანა ექვსასზე მეტმა ახალგაზრდამ, რომელთაგანაც კონკურსის შედეგად შერჩეული ორმოცდახუთი სტაჟიორი სამინისტროს სხვადასხვა განყოფილებაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.

სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საჯარო დაწესებულებებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით ხორციელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სასიხარულოა, რომ წელს სტაჟირების პროგრამამ მეტი ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში - მიხეილ სარჯველაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები