ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

მაია ბითაძე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა

კულტურის სამინისტრო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე პრემიერ-მინისტრის ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა. პროგრამის ფარგლებში კულტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 20 ახალგაზრდა დასაქმდა.

მაია ბითაძე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა
მაია ბითაძე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდაპირველი არხი

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა.

„ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. დარწმუნებული ვარ, სტაჟირების პერიოდში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება, პროფესიული უნარების განვითარება და მათთვის საინტერესო სფეროში ცოდნის გაღრმავება ახალგაზრდებისთვის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ სტაჟიორს“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, კულტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 20 ახალგაზრდა დასაქმდა, რომლებიც სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკას გაეცნობიან და პროფესიული გამოცდილების მიღებას შეძლებენ.

ახალგაზრდები საქართველოს კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, იურიდიულ სამსახურში, კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტში, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტში, ეკონომიკურ დეპარტამენტში, ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტში, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიაკომუნიკაციების სამსახურში გაივლიან სტაჟირებას.

ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსხური ავრცელებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. დარწმუნებული ვარ, სტაჟირების პერიოდში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება, პროფესიული უნარების განვითარება და მათთვის საინტერესო სფეროში ცოდნის გაღრმავება ახალგაზრდებისთვის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ სტაჟიორს“
მაია ბითაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.