ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უწყებაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსში გამარჯვებულ 45 ახალგაზრდას შეხვდა. სამთვიანი პროგრამა, რომელშიც 600-ზე მეტი განაცხადიდან შერჩეული სტაჟიორები მიიღებენ მონაწილეობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით ხორციელდება.

მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდარუსთავი 2

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდებს შეხვდა.

მაკა ბოჭორიშვილმა სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, ისაუბრა დიპლომატის პროფესიის მნიშვნელობაზე, ასევე საჯარო სამსახურში ახალგაზრდების ჩართულობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე. მინისტრმა ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი გააკეთა ექვსასზე მეტმა ახალგაზრდამ, რომელთაგანაც კონკურსის შედეგად შერჩეული ორმოცდახუთი სტაჟიორი სამინისტროში, სხვადასხვა მიმართულებით, ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.

სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, საჯარო დაწესებულებებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით ხორციელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სასიხარულოა, რომ წელს სტაჟირების პროგრამამ მეტი ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში - მიხეილ სარჯველაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები