ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 1800 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენია გადამუშავებული
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 1800 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენია გადამუშავებული, პროგნოზირებული მოსავალი კი 3 000 ტონაა. რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრის, გივი მურადაშვილის განცხადებით, პროცესში 14 ობიექტია ჩართული, საიდანაც 7 სახელმწიფო საკუთრებაა.
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 1800 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი.
რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება.
მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 3 000 ტონის ფარგლებშია.
"ამ ეტაპისთვის 14 ობიექტი ახორციელებს ყურძნის გადამუშავებას, მათ შორის 7 ობიექტი არის სახელმწიფო. მოსახლეობა შეუფერხებლად აბარებს ყურძენს", - აცხადებს რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრი გივი მურადაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.