ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა და კანონშემოქმედებით პროცესზე ესაუბრა.

თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა
თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდარუსთავი 2

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის 2026-2027 სასწავლო წლის პროგრამის მსმენელებს შეხვდა.

თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების ოფიცრებს კანონშემოქმედებით პროცესზე ესაუბრა. ასევე გააცნო პარლამენტისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. შეხვედრაზე თავდაცვის ძალების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

როგორც თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან შეხვედრა პარლამენტში ყოველწლიურად იმართება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის ძალების ოფიცრებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.